ბაჩო ახალაია: პროკურატურა თავისი ვიწრო ინტერესიდან გამომდინარე არც კი იცის სინამდვილეში რას აკეთებს

ვიღაცამ ვიღაცას ხელსაყრელ ფასად მიჰყიდა თავდაცვის მინისტრის სავარძელი

BACHO-AXALAIAთავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია მთავარი პროკურატურის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. ამ განცხადებას “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“გამოვაცალოთ პროკურატურის დღევანდელ განცხადებას ყველაფერი, რაც მათი ბოროტი კითხვის მხატვრულ ჟანრს ახასიათებს. ცოტა ყურადღებით დავაკვირდეთ სხვა გარემოებებს – საქმეს, რომელიც ეხება თითქოს არშემდგარი ტერაქტის გამო ჩადენილ დანაშაულს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს კამპანიური ხასიათის თითქოს სისხლისსამართლებრივი დევნა, სინამდვილეში ფაქტი, უფრო მძიმე და დამაზიანებელია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს – არც მარტო ვინმესთვის რამე დანაშაულის დაბრალებაა და თუ გნებავთ არც რამე დანაშაულის გამოვლენა.
მე კი დანამდვილებით გეტყვით, რომ საქმე გვაქვს ქართული სპეცსამსახურების მთლიანად რუსეთისთვის გადაბარებასთან სრული მონაცემების ბაზებით, როგორც ჩანს, მათ შორის ყველა იმ ადამიანის გამოვლენასთან, რომლებიც ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ.
ამიტომაც დასკვნა საკმაოდ მძიმეა, რუსული სპეცსამსახურების ხელში როგორც ჩანს აღმოჩნდა ყველაფერი, რაც საქართველოს უსაფრთხოებისთვის ფარული გზებით კეთდებოდა წლების განმავლობაში. შესაბამისად ზუსტად შეიძლება ითქვას, რომ პროკურატურა თავისი ვიწრო ინტერესიდან გამომდინარე (მაგალითად გიგი კალანდაძის, რომელიც დღესაც რუსების წინააღმდეგ იბრძვის უკრაინაში, რომა შამათავას, რომლის საქმეშიც მთავარი მტკიცებულება ბაღაფშის პრესკონფერენცია იყო, ზურაბ შამათავას, ალექსანდრე გორგაძის, დათა ახალაიას ხელოვნური დევნა) არც კი იცის სინამდვილეში რას აკეთებს. ისინი უბრალოდ ბრმა შემსრულებლები არიან რუსული სპეცსამსახურების. რეალობა ისაა, რომ ასეთი დანაშაული არ მომხდარა და დასახელებულ ადამიანებს არაფერი აკავშირებთ წარდგენილ ბრალთან.
უფრო ცხადი რომ იყოს მარტივად გეტყვით, მე საქართველოში ვიმყოფები და წესით პროკურატურას ჩემგან უნდა მიეღო ჩვენება, უნდა დაინტერესებულიყო ხომ არ მიმდინარეობდა რამე სრულიად ლეგიტიმური ფარული საქმიანობა რუსული სპეცსამსახურების წინააღმდეგ, ხომ არ შეგვქმნია პრობლემა ჩვენი აგენტურის უსაფრთხოების გამო, ხომ არ დაგვჭირვებია რაიმე სახის ღონისძიებების გატარება, რომ კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე გადაგვერჩინა და შეგვენარჩუნებინა მისი შემდგომი პროდუქტიულობა.
მაგრამ ეს კითხვები შეიძლება გაჩენოდა ქართულ სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც როგორც ჩანს არ არსებობენ და მათ მაგივრად რუსული სპეცსამსახურები ცალ კარში თამაშობენ.
გაივლის წლები და ეს კონკრეტული ბრიფინგი შევა КГБ-ს წარმატებულ ღონისძიებათა სიაში, მაშინ ყველასთვის ყველფერი სრულიად ცხადი იქნება, შერცხვებათ მარტო მათ ვინც ბრმად აკეთებდა ასეთ საქმეებს და მერე ბრიყვულად იმეორებდა ამ სისულელეებს”,- წერს ბაჩო ახალაია.

banner
წინა სტატიაშისკოლებსა და ბაღებში კვებისა და ჰიგიენური ნორმების კონტროლი მკაცრდება
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: საქართველოში ხომ არაფერი იმალება