ირაკლი ღარიბაშვილი: “ლამის სახელმწიფოს დანგრევა დაგვწამეს”

garibashvili“რა საოცარია პირდაპირ, საოცარი რაღაც მოხდა იმ დღეს, პატრიარქიც ესწრებოდა იმ დღეს. ლამის სახელმწიფოს დანგრევა დაგვწამეს, იმ დღეს რაც მოხდა, ჩვენს მიერ გაკეთებულ განცხადებებზე. ანტისახელმწიფოებრიობა დაგვაბრალეს”, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პატიმრების შეწყალების საკითხის კომენტირებისას.

“ადამიანებმა, რომლებმაც არც სახელმწიფო იციან, რა არის, არც ცნება იციან, მაგრამ ეს ჩვენთვის გასაგებია. უბრალოდ, საწყენია და საცოდავები არიან ის ადამიანები, რომლებიც მიზეზს ეძებენ, როგორღაც თავდასხმა გააკეთონ, იქნება ეს პატრიარქის ინსტიტუტი, მისი პიროვნება თუ მთავრობა, ჩემზე აღარ არის საუბარი. თუმცა ჩემი განცხადებაც თუ ნახეთ, იქ ყველაფერი იყო წესრიგში. საუბარი იყო პატრიარქის ჩართულობის გაზრდაზე შეწყალების პროცესში.

მე აქვე იმაზეც მივანიშნე, რომ ეს საკითხი კონსტიტუციით არის დარეგულირებული. შეწყალების კომისიაში ჩემი ინფორმაციით, ჩართულია საპატრიარქოს წარმომადგენელი – ერთ-ერთი ეპისკოპოსი. მე აქვე მივანიშნე, მოვისმინე რა პატრიარქის ემოციური მომართვა, რა თქმა უნდა, მეც გამიჩნდა ემოციური მოთხოვნილება, რომ მიმემართა კანონმდებლობისთვის და პრეზიდენტისთვის, რომლის უშუალო ფუნქციაც არის შეწყალება, რომ განეხილათ ისედაც ჩართული საპატრიარქოს როლი ამ პროცესში.

აქ რა იყო გაუგებარი? ან ანტისახელისუფლებო, ან ანტისახელმწიფოებრივი? კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა და გავაშიშვლეთ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ ყველას თავს დაგვესხნენ. ძალიან სამწუხაროა, მაინტერესებს ამდენი სიძულვილი და აგრესია საიდან დაუგრიოვდათ ამ ადამიანებს.

სამწუხაროდ, შემდეგ საპატრიარქოს მოუწია განმარტების გაკეთება. არავინ ითხოვდა კანონის შეცვლას, მით უმეტეს არც კონსტიტუციის შეცვლას. პატრიარქს არავის ფუნქცია არ სჭირდება, მით უმეტეს თავის დაცვა არ სჭირდება. მე არავის ადვოკატი არ გამოვდივარ, პირიქით ჩვენ გვჭირდება მისი დაცვა. საზოგადოებას თუ რამე შეკითხვა დარჩა, მგონი ამ განცხადებით ყველა კითხვა მოიხსნა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წყარო

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: საქართველოში ხომ არაფერი იმალება
შემდეგი სტატიაპატიმართა გარკვეული კატეგორიისთვის ხანმოკლე პაემნის ფარგლებში მნახველთა წრე ფართოვდება