რომან გოცირიძე: საქართველო ექვემდებარება ზეწოლას-ეს არის კვირიკაშვილის გზავნილი რუსეთისადმი

“პრემიერ-მინისტრის განცხადება რუსეთთან ურთიერთობის შემდგომი დათბობის შესახებ არია ხელისუფლების უძლურების დემონსტრირება, ეს არის კაპიტულაცია რუსეთის ზეწოლის წინაშე, ეს არის ივანიშვილის დოქტრინის: ”საქართველო არ უნდა იყოს დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საგანი”, რეანიმაცია. 

მაშინ როცა დასავლეთი ამკაცრებს ზეწოლას რუსეთზე და აძლიერებს სანქციებს უკრაინა ტერიტორიების ოკუპაციის გამო, რასაც ასევე ითხოვს უკრაინის ხელისუფლება, საქართველოს მთავრობა მიდის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით. პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებით ჩვენ ვეუბნებით რუსეთს, რომ ცხედრის არ გადმოცემის ან სხვა სახის შანტაჟის გზით  შესაძლებელია საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა და სასურველი შედეგის მიღწევა. საქართველო ექვემდებარება ზეწოლას-ესაა მთავარი გზავნილი.

ეს არ არის კვირიკაშვილის განცხადება. ეს არის ივანიშვილის დავალება, რომელიც კვირიკაშვილმა შეასრულა”,-აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე

banner
წინა სტატიაშიბაია პატარაია: „თუ პოლიცია კარგად მუშაობს, ყველაფერი კარგად მიდის“
შემდეგი სტატიასკრიპალის საქმე – სოლსბერიში 100 სამხედრო გააგზავნეს