ბაია პატარაია: „თუ პოლიცია კარგად მუშაობს, ყველაფერი კარგად მიდის“

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია გუშინ გამართულ აქციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს.
ბაია პატარაია წერს, რომ „მოკლედ, კარგად ჩაიარა ქალთა მოძრაობის აქციამ – მშვიდობიანად. მოგვეცა შეკრების და გამოხატვის საშუალება. გავიცანი თბილისის საპატრულოს უფროსი თემურ კუპატაძე, რომელმაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა – იყო საქმიანი, ზომიერი, არ შევუწუხებივართ ზედმეტი შეზღუდვებით და მშვიდად უზრუნველყო ყველას უსაფრთხოება არც ისე მშვიდ გარემოში.
“ბრბო შემოტეხვას ლამობდა” რამოდენიმეჯერ – ფალავანდიშვილმა ისროლა ორი კვერცხი, (იმედია ქათმის და არა საკუთარი  ) რომელიც აქციის მონაწილეებს არ მოხვედრიათ.
იქნებ ნელ-ნელა ვისწავლოთ პარალელურ რეჟიმში აქციების მშვიდობიანი ჩატარება. ფაქტია, თუ პოლიცია კარგად მუშაობს, ყველაფერი კარგად მიდის.
ამჯერად – მადლობა პატრულს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერის მიმართვა რუსეთის ხელისუფლებისადმი უკავშირდება იმას, რომ რთული მდგომარეობიდან გამოსავალი მოვძებნოთ
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: საქართველო ექვემდებარება ზეწოლას-ეს არის კვირიკაშვილის გზავნილი რუსეთისადმი