სკრიპალის საქმე – სოლსბერიში 100 სამხედრო გააგზავნეს

დაახლოებით 100 სამხედრო მოსამსახურე გააგზავნეს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ყველა მათგანს გავლილი აქვს ქიმიური იარაღის დაცვის პროგრამაში ტრენინგები.

გუშინ დიდი ბრიტანეთის შს მინისტრმა ემბერ რადმა ბრიტანეთის ტერიტორიაზე ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენებას “თავხედური და ურცხვი საქციელი” უწოდა – ნივთიერება რუსეთის ყოფილი ორმაგი აგენტის მიმართ რამდენიმე დღის წინ გამოიყენეს ბრიტანეთში. რადმა თქვა: “ეს თავდასხმა ყველაზე სასტიკი წესით მოხდა – საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე”. მან პირობა დადო, რომ ბრიტანეთი დამნაშავეებს საკადრის პასუხს გასცემს მას შემდეგ, რაც დაადგენენ ვინ არის დანაშაულზე პასუხისმგებელი.
სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტს მოწამლეს ლონდონიდან 2 საათის მანძილზე მდებარე პატარა ქალაქ სოლსბერიში. სერგეი სკრიპალი ორმაგი აგენტი იყო.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: საქართველო ექვემდებარება ზეწოლას-ეს არის კვირიკაშვილის გზავნილი რუსეთისადმი
შემდეგი სტატიაახლა მგლის თავზე სახარების კითხვით და ასეთი წერილებით რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება