რომან გოცირიძე: ქვეყანა და “ოცნება” ღრმა კრიზისშია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 26, 2018 16:35

რომან გოცირიძე:  ქვეყანა და “ოცნება” ღრმა კრიზისშია

“არასწორია საუბარი ივანიშვილის “დაბრუნების” შესახებ. ივანიშვილი არსად წასულა. იგი ნაწილობრივ გამოვიდა ჩრდილიდან.
“წასვლისას” მან განაცხადა, რომ მხლოდ მაშინ დაბრუნდებოდა, თუ ქვეყანა ღრმა კრიზისში ჩავარდებოდა. მისი არაფორმალური მდგომარეობიდან ნახევრადფორმალურ მდგომარეობაში გადასვლა ნიშნავს დიაგნოზსაც: ქვეყანა და “ოცნება” ღრმა კრიზისშია.
რა შედეგი ექნება მის რეინკარნაციას? “გინდ შემოიტანეთ და გინდ გაიტანეთ თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანი”!
ყველაზე მეტად ” ვანოს შოუს” გაუხარდება. ცაში ავარდება მათი ისედაც მაღალი რეიტინგი. თანაც ხელის გაუნძრევლად”-აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 26, 2018 16:35