თურქეთმა, შესაძლებელია, საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ის რუსეთისგან ყიდვა გადაიფიქროს

თურქეთმა თანხმობა განაცხადა იტალიასა და საფრანგეთთან ითანამშრომლოს საჰაერო თავდაცვის სისტემების ყიდვასთან დაკავშირებით – ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 26 აპრილს განაცხადა. მისი თქმით, საუბარია საზენიტო-სარაკეტო კომპლექს SAMP/T-ზე, ასევე, თურქეთი აშშ-სთან Patriot-ის ყიდვაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.
გენერალური მდივანის თქმით, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ყიდვა ის გადაწყვეტილებაა, რომელიც ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა ერთობლივად უნდა მიიღონ. თუმცა, ნატოს წევრ ზოგიერთ ქვეყნანაში მსგავსი გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს – დაამატა სტოლტენბერგმა.

გუშინ გავრცელდა, რომ რუსეთმა თურქეთისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ის წარმოება დაიწყო – რუსულმა მედიამ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. “ნოვოსტის” ინფორმაციით, თურქეთისთვის კომპლექსის მიწოდება 2019 წლისათვის არის დაგეგმილი.

რამდენიმე ხნის წინ აშშ-ს სახელწმიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ თურქეთს სანქციებს დაუწესებს, თუკი ის რუსულ С-400-ებს იყიდის. მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნული განცხადება შეაფასა როგორც შანტაჟი.

9 აპრილს თურქეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ის რუსულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ს იყიდდა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ქვეყანა და “ოცნება” ღრმა კრიზისშია
შემდეგი სტატიაავსტრიული კომპანია “როზენბაუერი” საქართველოში სახანძრო ტექნიკის წარმოებას დაიწყებს