თურქეთში 13 ჟურნალისტს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

თურქეთში 13 ჟურნალისტს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს თურქეთის სასამართლომ 13 ჟურნალისტს, რომლებიც ოპოზიციურ გაზეთ Cumhuriyet-ში მუშაობდნენ, ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერაში დასდო ბრალი. ჟურნალისტები თავისუფლებაზე რჩებიან აპელაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე – “ბიბისი” წერს. ჟურნალისტებს ბრალი ედებათ “ქურთისტანის მუშათა პარტიის”, მემარცხენერადიკალური “რევოლუციურ სახალხო განმათავისუფლებელი პარტია-ფრონტის” და ფეხტულახ გიულენის მხარდაჭერა, რომლებსაც 2016 წელს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მოწყობა სურდათ.
დამოუკიდებელი გაზეთი Cumhuriyet 1924 წელს დაარსდა და მას ოპოზიციური მიმართულება აქვს. გაზეთი თურქეთის პრეზიდენტს ხშირად აკრიტიკებს.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის მეორედ მოსვლა არის ცინიზმი – ნიკა მელია
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ქვეყანა და “ოცნება” ღრმა კრიზისშია