რომან გოცირიძე: „ლარი და ლაქლაქა ადამიანები!“

gociridze

gociridze„როგორ იქცევა ლარი?“ – ამ კითხვას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო სიის წევრი, ეკონომისტი რომან გოცირიძე სვამს და იქვე პასუხობს – „იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს გარემოებათა თანხვედრის გამო.“
„თაიმერი“ რომან გოცირიძის ლარისადმი მიძღვნილ ვრცელ პოსტს, რომელსაც ასე ასათაურებს – „ლარი და ლაქლაქა ადამიანები!“ – უცვლელად გთავაზობთ:
„ლარი იქცევა ისე, რასაც ვამბობდი ორიოდე თვის წინათ და მოიქცევა წლის ბოლოს დაახლოებით ისე ( ზუსტად არავინ იცის), როგორც ვამბობდი ზემოთნახსენებ ორიოდე თვის წინათ. ზედმეტი პატივი იქნება, რომ ზოგიერთ მთავრობის მომსახურე ე.წ. ექსპერტს და მედიასაშუალებას ლარის კურსზე ზემოქმედების უნარის მქონე ავტორიტეტი მივანიჭო, მაგრამ მათი გამუდმებული ყიჟინა, რომ ლარი მალე 1,9 გახდება, არ იყო მხოლოდ ”გამამხნევებელი” შეძახილი. ამ შეხედულების გავრცელებას მთავრობაც უწყობდა ხელს, უმაგრებდა ზურგს. ამაში პოლიტიკური ქვეტექსტებიც იკითხებოდ: წავიდა ქადაგიძე, გამყარდა ლარი, წავიდა ქადაგიძე, არ გვინდა ეროვნული ბანკიდან ზედამხედველიბის გამოყოფა( საკონსტიტუციო სასამართლოში მოსალოდნელი შერცხვენის გადასაფარად, სადაც ამ ცვლილებების კანონიერება იხილება). ლარის გამყარებაში ძირითადი როლი ითამაშა საგადამხდელო ბალანსში მომხდარმა ცვლილებებმა, მაგრამ თავისი ხელი დაატყო თავის დროზე პანიკურად ნაყიდი დოლარების პანიკურადვე თავიდან მოცილებამ. როცა გეუბნებიან, რომ ლარი ლამის ძველ ნიშნულს დაუბრუნდებაო, მოიცილებ თავიდან სიმწრით ნაგროვებ და უკვე ზარალიან ვალუტას, აბა რას იზამ. ეროვნული ბანკიც იძულებული გახდა განეხორციელებინა დიდძალი ინტერვენციები დოლარის უფრო სწრაფად გაუფასურების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ არ იყო იძულებული ასევე სწრაფად შეეცვალა მონეტარული პოლიტიკის ვექტორი და მაშინვე მივუთითე, რომ ეს არ იყო სწორი, განსაკუთრებით დოლარში მოზიდული თანხების სარეზერვო ნორმის გაზრდა. ეროვნული ბანკი წამოეგო სწრაფი გამყარების ეფექტზე და ირწმუნა მისი ფუნდამენტური მიზეზების არსებობა და ბოლომდე ვერ გააცნობიერა ე.წ.” ჯოგური” ქცევის წვლილი მომხდარ ცვლილებებში. თავისი გადაწყვეტილებით აიძულა ბანკები მოეცილებინათ დოლარები( ე. წ. ლარიზაციის სტიმულირება), რამაც მოკლევადიან პერიოდში განოიწვია ისედაც მყარი ლარის კიდევ უფრო გამყარება და გრძელვადიან პერიოდში კი გამოიწვევს უცხოური ვალუტის მიზიდვის ინტერესის დაკარგვას მისი ”გაძვირების” გამო. ეს თავის მხრივ, შეამცირებს დეპოზიტების პროცენტს, რითაც დაზარალდება ხალხი და არ გააიაფებს კრედიტს, რითაც დაზარალდება ბიზნესი ( და სხვა მსესხებლებიც). ახლა მთავარია ლარი მივანდოთ ბაზარს და მასში არ ჩაერიონ აჟიტირებული პირები( აქ ფიზიკურებს და იურიდიულებს ვგულისხმობ) და უხეშად არ ჩაერიოს მთავრობა. ამ უკანასკნელმა დაიწყო სეზონური (ტრადიციულად, ჩამორჩენის მაკონპესირებელი) და საარჩევნო ხარჯვა. წინ კიდევ სამი თვეა და უფრო მძიმე პოსტარჩევნული სამი თვე. ეროვნულ ბანკს კი ვურჩევ, შეეშვას ”ეკონომიკის სტიმულირების” იდეას. ჯერ აღიდგინოს ძალები და მერე იფიქროს სირბილზე. ყველაზე დიდი, ძუნძულის უფლებას თუ მისცემს საკუთარ თავს.“

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი დავით გერლიანის საქმეს წმინდა წყლის პროვოკაციად მიიჩნევს
შემდეგი სტატია“საამაყოა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პროფესიონალიზმი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება”