“საამაყოა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პროფესიონალიზმი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება”

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნიდან 22 წელი გავიდა- აღნიშნული თარიღისადმი მიძღვნილსაზეიმო ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან და დიპლომატიური კორპუსისწარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და მათ მადლობა გადაუხადა ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის.

“ძალიან საამაყოა, რომ ეს სამსახური ჩამოყალიბდა სტრუქტურად, რომელიც მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებს დაკისრებულმოვალეობას და ემსახურება ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას. მართლაცდა საამაყოა, რომ ამ სამსახურის პროფესიონალიზმი აბსოლუტურ შესაბამისობაშია ყველა საერთაშორისო სტანდარტთან, რაც არაერთხელ აღნიშნულა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევექვეყნის გარეთ, მაღალი დონის სტუმრების მხრიდან, თუ სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მინდა ვისარგებლოშემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და მეგობრებს იმ უდიდესი დახმარებისთვის , რომლიცწყალობითაც დღეს ჩვენ ვამაყობთ ამ სამსახურით,”- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა პროფესიული დღესასწაული განსაკუთრებულად მიულოცა წვევამდელებს და იმედი გამოთქვა, რომ ისინისაკუთარ წვლილს შეიტანენ სამშობლოს მშვიდობიანი განვითარების საქმეში.

“მინდა განსაკუთრებულად მივულოცო ეს დღე ახალწვეულებს, ძალიან დიდი სიხარულით მინდა აღვნიშნო და აღფრთოვანებაგამოვხატო თქვენს მიერ ერთხმად შესრულებული სახელმწიფო ჰიმნის გამო და მინდა გისურვოთ ქვეყნის სამსახურში დგომა, უანგაროსამსახური. გისურვებთ უსაფრთხო სამსახურს და თქვენთან ერთად იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ყველაჩვენთაგანისთვის საამაყო,”-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია, რაშიც მონაწილეობა მიიღო 104 წვევამდელმა. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, გენერალ–მაიორმა ანზორ ჩუბინიძემ საუკეთესოთანამშრომლები დააჯილდოვა. ღონისძიების დასასრულს, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სხვადასხვა დანაყოფებმა იმიტირებული ჩვენებები წარმოადგინეს.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: „ლარი და ლაქლაქა ადამიანები!“
შემდეგი სტატია“საკმარისზე მეტი საფუძველი აქვს პროკურატურას კიწმარიშვილის საქმის შეწყვეტისთვის”