შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ე.წ. კანონიერი ქურდის დავით გერლიანის საქმეს წმინდა წყლის პროვოკაციად მიიჩნევს.
როგორც გიორგი მრებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველასათვის ნათელია, რომ ეს ოდესელების პროვოკაცია იყო.
„ნებისმიერ შემთხვევაში, გერლიანი იქნებოდა გამოძევებული, თუ დეპორტირებული, უკრაინულ მხარე ვალდებული იყო და უნდა შეეტყბინებინა ქართული მხარისთვის. გერლიანის საქმე იყო წმინდა წყლის პროვოკაცია ოდესელებისგან. ჩემი აზრით, ეს ყველასთვის დღესავით ნათელია, მაგრამ არაუშავს, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. გარემოებები უნდა შეფასდეს ობიექტურად. ვერავინ ვერ შემაცვლევინებს აზრს, რომ ეს იყო პროვოკაცია. უკრიანული მხარე ვალდებული იყო, ეცნობინა ქართული მხარისთვის”, – განაცხადა გიორგი მრებრიშვილმა.
მისივე თქმით, არაერთხელ გასაჯაროვდა იმ ე.წ. კანონიერი ქურდების ვინაობა, ვინც 2006 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს საზღვარი გადმოლახეს და დატოვეს.
„მათ მიმართ არანაირი ზომები არ იქნა გამოყენებული, არავინ დუაკავებიათ, პირიქით თავისუფად გადააგდილდებოდნენ. გერლიანთან დაკავშირებით, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ იყო აღძრული, არ იყო ძებნა გამოცხადებული. ეს პროვოკაცია იყოს ოდესელების. საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებმა ის ორ დღეში დააკვეს, გაირკვა მისი ადგილსამყოფელი და იმის მიუხედავად, რომ მიმალვას ცდილობდა, ჩვენ ის დავაკავეთ”, – აღნიშნა შს მინისტრმა.