რომან გოცირიძე : ძალიან არასერიოზულია, რომ დღეს მათ დავუსვათ შეკითხვები, ისინი არიან ფაქტობრივად ცრუმონაცვლეები

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრობის ახალ კანდიდატებთან შეკითხვების დასმას არ აპირებს, რადგან მისი თქმით, მათი დანიშვნა მხოლოდ დროებით, რამდენიმე კვირით იგეგმება.

“ძალიან არასერიოზულია, რომ დღეს მათ დავუსვათ შეკითხვები, ისინი არიან ფაქტობრივად ცრუმონაცვლეები, რუსულად подставной-ს ამბობენ. ორი კვირით დანიშნულ ადამიანებს რა კითხვა უნდა დავუსვათ, ეს ხომ დაცინვაა”, – აღნიშნა გოცირიძემ.

ოპოზიციონერის განცხადებით, უფრო სასაცილო იქნება, თუ მმართველი გუნდი მამუკა ბახტაძის მიერ დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

მთავრობის წევრობის კანდიდატებს პარლამენტის გაერთიანებულ კომიტეტებზე, ფრაქციებში, უმცირესობასა და უმრავლესობაში უსმენენ. ხვალ კი, ქუთაისში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო მასალების შესწავლა დაასრულა
შემდეგი სტატიათემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაში ფიგურირებს სახელმწიფო, ამიტომ ლეგიტიმურია ის მოთხოვნები, რაც ოჯახს აქვს