ომბუდსმენმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო მასალების შესწავლა დაასრულა

სახალხო დამცველმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო მასალების შესწავლა დაასრულა.
ომბუდსმენის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სახალხო დამცველის ოფისი სასამართლოდან გამოთხოვილ მასალებს სწავლობს.
ლომჯარიას ინფორმაციით, სავარაუდოდ უახლოეს დღეებში უკვე იქნება შეფასებითი ნაწილიც. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატი მზად არის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა და დაეხმაროს კომისიას საქმის შესწავლაში.
“ჩვენ დავასრულეთ საგამოძიებო მასალების შესწავლა. დღეს მდგომარეობით ჩვენ ვსწავლობთ სასამართლოს მასალებს და ალბათ, უახლოეს დღეებში გვექნება შეფასება იმიტომ, რომ თვითონ სასამართლო პროცესზე კიდევ სხვა პროცესები განვითარდა, რამაც დამატებითი გარემოებები გამოავლინა და ალბათ, ბოლო ეტაპი იქნება მიმდინარე გამოძიების მასალების შესწავლა. ასე რომ მზად ვართ საგამოძიებო კომისიის ფარგლებშიც მივიღოთ მონაწილეობა და ყველანაირად დავეხმაროთ ამ კომისიას , რომ სწორი მიმართულებით წარიმართოს გამოძიება. მათ შორის ვთანამშრომლობთ შსს-სთან და ვაწვდით ჩვენ ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას იმ საეჭვო გარემოებების შესახებ, რასაც ვხედავთ გამოძიების პროცესში. რა თქმა უნდა, არსებობს კითხვები, სასამართლოს განაჩენმა დაადასტურა სულ მცირე, რომ კითხვები არსებობს. სასამართლოს განაჩენმა თქვა, რომ გამოძიებამ ვერ მოიპოვა საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ გვეპოვა თუნდაც ერთი მკვლელი, შესაბამისად, გამოძიებას აქვს ჩასატარებელი დამატებითი გამოძიება იმისათვის, რომ დავადგინოთ ვინ არიან ან ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი იმიტომ, რომ სასამართლოს პირველი ინსტანციის განაჩენით ეს დადგენილი არ არის,-განაცხადა ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაში“ვიქნები თუ არა მომავალი მთავრობის შემადგენლობაში ეს პრემიერმინისტრის პრეროგატივაა”
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : ძალიან არასერიოზულია, რომ დღეს მათ დავუსვათ შეკითხვები, ისინი არიან ფაქტობრივად ცრუმონაცვლეები