რომ არა საპროტესტო აქციების ფონი, დღეს გიორგაძე ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა – მწერალი ნესტან კვინიკაძე

კულტურისა და განათლების მინისტრის მოადგილის მიერ თანამდებობის დატოვებას მწერლები ეხმაურებიან. მწერლები ამბობენ, რომ მიხეილ გიორგაძის გადადგომით რეალურად პრობლემა არ გვარდება. ისინი წიგნის ცენტრისა და მწერალთა სახლის გაუქმების გადაწყვეტილებას მკაცრად აპროტესტებენ.

„რეალურად მივიღეთ ძალიან სევდიანი სურათი, რადგან დღეს უკვე დაცლილია წიგნებისგან და ყველა იმ დოკუმენტაციისგან წიგნის ეროვნული ცენტრი. წიგნის სახლზე გაჩნდა სტენსილი, რომელიც ალეგორიულად მიანიშნებს ამ უსამართლობაზე. მე მგონია, რომ არა საპროტესტო აქციების ფონი, დღეს გიორგაძე ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. ჩვენც რაღაცნაირად უცნაურ მდგომაროებაში ვართ, რადგან ერთია, რომ გვიხარია, თუ ეს ჩვენი პროტესტის ძალის შედეგია, ეს კიდევ ერთი გამარჯვება და ამ შემთხვევაში მგონია, რომ სტიმულს ვაძლევთ ბევრ სხვა ადამიანს, მეორე მხრივ, არის ის, რომ განიარაღებულები დავრჩით ცვლილებებით და ახლა ეს როგორ მობრუნდება და თავიდან ვინ შეითავსებს ამ ამბავს, ეს არის საინტერესო,“ – განაცხადა მწერალმა ნესტან (ნენე) კვინიკაძემ.

წიგნის ცენტრისა და მწერალთა სახლის გაუქმების გადაწყვეტილება განათლების სამინისტროში იმ დროს მიიღეს, როდესაც მიხეილ გიორგაძე მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. გიორგაძის გადადგომის მიზეზების შესახებ რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ, მათ შორის ერთი წიგნის სახლის გარშემო დაწყებულ პროცესებს და მწერალთა ამბოხს უკავშირდება. მეორე ვერსიით კი, გიორგაძეს არ აპატიეს კულტურის სფეროს წარმომადგენლების აქტიურობა საპროტესტო გამოსვლებში.

„ორი მნიშვნელოვანი წარმატებული მიმართულება ქართული ლიტერატურის ეს იყო წიგნის ეროვნული ცენტრი და მწერალთა სახლი. ეს ორი წარმატებული მიმართულება გააუქმებს, სამი თვე ჩვენ ვითხოვდით ელემენტარულ კონსულტაციას საქმის გამო, ქართული ლიტერატურის და ქართული ლიტერატურის მომავლის გამო, ეს არ შედგა და გაუქმება დაემთხვა 20 ივნისს და ისინი დარჩნენ საკუთარ კაბინეტებში მარტო. ეს პრობლემის მოგვარების დასაწყისია, მაგრამ პრობლემას ახალი გიორგაძის მოსვლა ვერ მოაგვარებს,“ – განაცხადა პოეტმა, რატი ამაღლობელმა.

მწერლები ითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ მოგვარდეს პრობლემა, აღდგეს წიგნის ცენტრი და მწერალთა სახლი.

„ნაკლებად მაინტერესებს, ბის თავს შესწირავენ ჩვენს პროტესტს. ჩვენთვის მთავარია ის მოთხოვნები, რომელიც დავსვით, რომელსაც მოვითხოვთ, აღდგეს და ის გაფუჭებული საქმე, გიორგაძემ გააფუჭა თუ ვინმე სხვამ, გამოკეთდეს. გიორგაძე წავა, დარჩება, ნაკლებად საინტერესოა ჩვენთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უპასუხისმგებლობად შევაფასეთ კიდეც, რადგან გააფუჭა რაღაც, მისი აზრით, შეიძლება გააკეთა, არ ვიცი, ყველას თავისი აზრი აქვს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნამდვილად ცუდი რამ მოხდა, ახლა ეს ყველაფერი გამოსწორდეს და აღდგეს ისე, როგორც იყო,“ – განაცხადა მწერალმა, თეონა დოლენჯაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ვირისგან წიხლი საწყენი არ არის” – ოგბაიძის პასუხი ხაბეიშვილს
შემდეგი სტატიაბიზნესი რუსეთში პრობლემას არ წარმოადგენს – კალაძე “ოცნების” დეპუტატებისადმი გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს