ბიზნესი რუსეთში პრობლემას არ წარმოადგენს – კალაძე “ოცნების” დეპუტატებისადმი გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს

„თუ ვიღაცას ბინა აქვს რუსეთში, ეს დანაშაული არის? მე ამაში პრობლემა ვერ ვხედავ და რა გვიკვირს,“ – ეს განცხადება, თბილისის მერმა, კახი კალაძემ საკრებულოს ოპოზიციის კრიტიკის პასუხად გააკეთა.

საქმე ეხება მმართველი გუნდის წევრების რუსულ კავშირებს, რითაც გამომძიებელი ჟურნალისტები და საკრებულოს ოპოზიცია ინტერესდებიან.

ირკვევა, რომ საკრებულოს დეპუტატი თამარ ტალიაშვილი სოლიდურ დანაზოგს იმ რუსულ ბანკში ინახავს, რომელიც წლებია არღვევს ოკუპაციის შესახებ კანონს და აფხაზეთში სამართალდარღვევით ოპერირებს. ასევე, რუსულ ბიზნესთან, სავარაუდოდ, კავშირი აქვს შალვა ოგბაიძეს. თუმცა, თავად დეპუტატი ამ ინფორმაციას უარყოფს.

ოპოზიციის ბრალდებებზე პასუხად კახი კალაძე ამბობს, რომ ის რუსეთში ბიზნესის წარმოებასა თუ უძრავი ქონების ქონაში, პრობლემას ვერ ხედავს.

„როდესაც ისეთი მსხვილი რუსული კომპანიები, მაგალითად, ენერგეტიკაში, დღეს არიან საქართველოში, აწარმოებენ სხვადასხვა მიმართულებით თავიანთ საქმიანობას, ხომ ვიცით, ეს როდის მოხდა, რომელ წლებში განხორციელდა. ასე, რომ თუ ვიღაცას, რაღაც ბინა აქვს რუსეთში, არ მგონია ეს რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს ნამდვილად. თუ გინდათ, ბიზნესიც ჰქონდეს მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, ბიზნესის განხორციელებას გინდ რუსეთში, გინდ რუსი ინვესტორების საქართველოში, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს,“ – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშირომ არა საპროტესტო აქციების ფონი, დღეს გიორგაძე ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა – მწერალი ნესტან კვინიკაძე
შემდეგი სტატიამიხეილ გიორგაძე შესაძლოა, „ბასიანის“ დირექტორმა, გიორგი დონაძემ შეცვალოს