“ვირისგან წიხლი საწყენი არ არის” – ოგბაიძის პასუხი ხაბეიშვილს

ოპოზიციის ბრალდებებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი, შალვა ოგბაიძე პასუხობს.

მმართველი გუნდის რუსული კავშირებით გამომძიებელი ჟურნალისტები და საკრებულოს ოპოზიცია ინტერესდებიან. „ქართული ოცნების“ დეპუტატს, შალვა ოგბაიძეს სავარაუდოდ, რუსული ბიზნეს კავშირები აქვს. მისი ნათესავიც სახელმწიფო დაწესებულებებს რუსული ნივებით ამარაგებს.

აღნიშნულ ინფორმაციას ოგბაიძე უარყოფს და ოპონენტებს მწვავედ აკრიტიკებს.

„მე პატივს ვცემ თქვენს მაყურებელს და იმიტომ გპასუხობთ თქვენ და არა იმ პოლიტარარაობას, რომელიც იგონებს რაღაცას და მერე უნდა ამტკიცო რაღაც, საერთოდ, კახური ანდაზაა, ვირისგან წიხლი საწყენი არ არის და მე ის მეწყინებოდა მაგას, რომ შევექე. რაც შეეხება, ჩემს მონაწილეობას ბიზნესში, ეს ის ბიზნესია, რომელიც გაყიდა სააკაშვილმა იძულებით აუქციონზე 2010 წელს, მაგ გაყიდული ბიზნესის პარტნიორი გახლდით, დღეს თუ რამეს იპოვით, შუაზე გაგიყოფთ,“ – განაცხადა ოგბაიძემ.

გარდა ოგბაიძის სავარაუდო რუსული კავშირებისა, ირკვევა, რომ საკრებულოს დეპუტატი თამარ ტალიაშვილი სოლიდურ დანაზოგს იმ რუსულ ბანკში ინახავს, რომელიც წლებია არღვევს ოკუპაციის შესახებ კანონს და აფხაზეთში სამართალდარღვევით ოპერირებს.

banner
წინა სტატიაშისიტუაციები უნდა ადუღებულიყო ბათუმში, ზუგდიდში – ოხანაშვილი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია რევოლუციას გეგმავდა
შემდეგი სტატიარომ არა საპროტესტო აქციების ფონი, დღეს გიორგაძე ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა – მწერალი ნესტან კვინიკაძე