როგორ შეიცველბა 1-ლი თებერვლიდან ქვეყანაში შემომსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის წესები

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, პირველი თებერვლიდან როცა ქვეყანაში რეგულარული ფრენები აღდგება ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით წესები შემსუბუქდება.

“პირველი თებერვლიდან, რეგულარული ფრენების აღდგენასთან ერთად საქართველოს მოქალაქეებისთვის ხდება გარკვეული შემსუბუქება, კერძოდ, მათ ექნებათ არჩევანის უფლება, შემოვიდნენ ქვეყანაში ნეგატირუი PCR ტესტით და ძველებურად 8-დღიან თვითიზოლაციაში გადაინაცვლონ, ან თივითიზოლაციის ნაცვლად მესამე დღეს საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR ტესტი ჩაიტარონ და ამ შემთხვევაში თავისუფალი არიან თვითიზოლაციისგან.

ხოლო იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ ექნებათ შემოსვლისას ნეგატიური PCR ტესტი 12-დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად 8-დღიანი თვითიზოლაცია წესდება”, – თქვა ნათია თურნავამ.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე – არ შეიძლება, საქართველოსთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობის საკითხი – დავით გარეჯი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდეს
შემდეგი სტატიამაია რჩეულიშვილს ამნისტიის აქტი შეეხო, თუმცა საპატიმროს დატოვებაზე მას დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება