როგორ მოხვდა ინფიცირებული ქალბატონი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე?!-“თაიმერის” დეტალები

გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში ადგილობრივი

კორონავირუსით ინფიცირებული 50 წლის ქალი, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ზედა ეწერიდანაა და ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოვიდა.
აფხაზეთში მის კონტაქტებზე მედიასთან კომენტარი გააკეთა გალის რაონული საავადმყოფოს ექიმმა გიორგი შონიამ.
– ამ ქალბატონმა საბერიოს საავადმყოფოს მიმართა თავდაპირველად. მისაღებში გაუზომეს სიცხე. ნახეს, რომ მას 38-ზე მეტი ჰქონდა. გადაწყვიტეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანა. ჩვენი მანქანები არ გადადიან საქართველოში. ენგურჰესის თანამშრომლებმა დაურეკეს საქართველოს სასწრაფო დახმარების ბრიგადას. ქალმა 5 მეტრი გაიარა ფეხით და შემდეგ ის გადაიყვანეს სასწრაფოს მანქანით. მანამდე მას კონტაქტები ჰქონდა ენგურჰესის თანამშრომლებთან. ის რამდენჯერმე იმყოფებოდა ადგილობრივი პროდუქტების მაღაზიაში, – აღნიშნავს გიორგი შონია.
„თაიმერის“ წყაროს ინფორმაციით, ქალს ადლერში დახვდნენ ძმა და ძმისშვილი, რომლებიც გალის უშიშროების სამსახურში დაიკითხნენ. ისინი თვითიზოლაციაში რჩებიან.
როგორც სოფელ ზედა ეწერის მაცხოვრებლები ამბობენ, 50 წლის ქალი ვისთანაც ერთად მოსკოვში იგი ცხოვრობდა, სასწრაფოდ ჩამოდის ვლადიკავკაზსში და თუ გადმოუშვეს საქართველოში უნდა მკურნალობა.

ამჟამად ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფექციით ორი პაციენტი მკურნალობს.

banner
წინა სტატიაშიCOVID-19-ის გამო ამსტერდამში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს დღეს ჩამოიყვანენ
შემდეგი სტატიამედპერსონალის ტრანსპორტირება მთავრობამ უნდა უზრუნველყოს – ზურაბ ჭიაბერაშვილი