COVID-19-ის გამო ამსტერდამში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს დღეს ჩამოიყვანენ

სავარაუდოდ მალაიზიური ბოინგის ნაწილების კვალს მიაგნეს

კორონავირუსთან დაკავშირებით ფრენების შეჩერების გამო ამსტერდამში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად დღეს სპეცრეისი შესრულდება.

“ჯორჯიან ეარვეისის” კუთვნილი თვითმფრინავი დღეს სამშობლოში საქართველოს 180 მოქალაქეს ჩამოიყვანს.

თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 19:30 საათზე იქნება.

ცნობისთვის, საზღვარგარეთიდან დაბტრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს სავალდებულო ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან უკვე ჩამოყვანილია 300-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, შემდეგი რეისი დაგეგმილია 3 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებით.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი მომხმარებელს მობილბანკის მობილურ ინტერნეტის გარეშე გამოყენებას სთავაზობს
შემდეგი სტატიაროგორ მოხვდა ინფიცირებული ქალბატონი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე?!-“თაიმერის” დეტალები