როგორ “კლავდნენ” ბაბჩენკოს: ოფიციალური ვერსია დაცვის ვერსიას არ ემთხვევა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 2, 2018 20:39

როგორ “კლავდნენ” ბაბჩენკოს: ოფიციალური ვერსია დაცვის ვერსიას არ ემთხვევა

უკრაინის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ჟურნალისტ არკადი ბაბჩენკოზე თავდასხმის ორგანიზატორი კიეველი ბიზნესმენი ბორის ჰერმანია. მას სასამართლომ ორი თვით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. თვითონ ბრალდებული ამბობს, რომ მართლაც შეუკვეთა ბაბჩენკოს მკვლელობა დონბასის სამხედრო მოქმედებების მონაწილეს ალექსეი ციმბალიუკს, თუმცა, ეს მხოლოდ შეკვეთის იმიტაცია იყო, სინამდვილეში, ის მოქმედებდა სხვა, ჯერაც უცნობი პირისგან უკრაინის სპეცსამსახურებიდან.

ოფიციალური ვერსიით, “ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა” 5 აპრილისთვის ბორის ჰერმანს ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მთელი რიგი პირების, მათ შორის, იმ აქტივისტებისა და უშიშროების ყოფილი თანამშრომლების მკვლელობა შესთავაზა, რომლებიც უკრაინაში ცხოვრობენ.

უკრაინელი ძალოვანების თქმით, “დაუდგენელ პირს” რუსეთის სპერსამსახურებთან აქვს კონტაქტი, თუმცა, გენერალური პროკუროსის იური ლუცენკოს უწყება ჯერჯერობით მზად არ არის კონკრეტულად დაასახელოს მტკიცებულებები და ამ მიმართულებით მუშაობა მიდის – ამბობს ლუცენკო.

ასეა თუ ისე, პროკურატურის ვერსიით, ბორის ჰერმანი 6 აპრილს დონბასის ყოფილ მეომარს ალექსეი ციმბალიუკს შეხვდა (კონკრეტულად სად და როგორ გაიცნეს მათ ერთმანეთი, გამოძიება არ აზუსტებს) და მას ჟურნალისტის მკვლელობა შესთავაზა.
იმავე დღეს ჰერმანმა ციმბალიუკს WhatsApp-ის მესენჯერში ბაბჩენკოს დოსიე გაუგზავნა, რომელსაც ამოცანის შესრულება უნდა გაემარტივებინა შემსრულებლისთვის – ეს სამგვერდიანი დოკუმენტი უკრაინის უშიშროების სამსახურმა მოგვიანებით გამოაქვეყნა.
ციმბალიუკი “ღიად არ ამბობს უარს” ამ შეკვეთაზე, ამავე დროს, მიდის და უკრაინის უშიშროების სამსახურებს აძლევს ინფორმაციას – ამბობენ პროკურატურაში. ამ მომენტიდან დაწყებული, მის ყველა კონტაქტს ჰერმანთან, უშიშროება აკონტროლებდა.

17 აპრილს ჰერმანი და ციმბალიუკი ისევ შეხვდნენ ერთმანეთს. ამ უკანასკნელმა თანხმობა განაცხადა ჟურნალისტის მოკვლაზე, ჰერმანი კი მას იარაღის მიწოდებას დაპირდა. ათი დღის შემდეგ ჰერმანი შემსრულებელს 14 ათას დოლარს აძლევს და ეუბნება რომ მომავალისთვის ორი მკვლელობის შეკვეთა აქვს.

გენპროკურორმა იური ლუცენკომ უკრაინის ერთ-ერთ არხზე განაცხადა, რომ ჰერმანისა და ციმბალიუკის ურთიერთობის რაღაც მომენტში ცხადი გახდა, რომ “ლიკვიდაციის სიაში” სამი ათეული ადამიანი იყო. ლუცენკომ თქვა, რომ ზუსტად ეს, რომ საშიშროება ემუქრებოდა ათეულობით ადამიანს, გახდა ინსცენირების მიზეზი. თითქოს, ბაბჩენკოს სიკვდილის შემდეგ ჰერმანი დარწმუნდებოდა პირველი ოპერაციის წარმატებაში და შემსრულებელს სამომავლო გეგმებს სრულად მოუყვებოდა.

თვითონ ბაბჩენკო ირწმუნება, რომ უშიშროების თანამშრომლები მას მკვლელობის მცდელობიდან დაახლოებით ერთი თვის წინ დაუკავშირდნენ, მათ ჟურნალისტს არსებული საშიშროების მტკიცებულებად წარუდგინეს “დოსიე”, რომელიც ციმბალიუკს ჰერმანმა გაუგზავნა.დოსიეს თან ერთვოდა პასპორტის ფოტო, რომელიც 25 წლის ასაკში გადაიღო და რომელიც მხოლოდ მოსკოვის საპასპორტო განყოფილებაში ჰქონდათ. სავარაუდოდ, ეს გარემოება გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა, რომელმაც მას სპეცსამსახურებთან თანამსშრომლობა გადააწყვეტინა. ბაბჩენკოს თქმით, ჰერმანი ციმბალიუკს ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ მკვლელობა რაც შეიძლება მალე უნდა მომხდარიყო. ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ მისი მკვლელობა ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის იგეგმებოდა, რომელიც კიევში 26 მაისს ჩატარდა. ეს გეგმები რომ ჩაეშალათ, ბაბჩენკომ ფეხის მოტეხილობა გაითამაშა ყოველი შემთხვევისთვის, რომ ფანჯარასთან არ მისულიყო: ამ ეტაპისთვის არავის შეეძლო მიეცა გარანტია, რომ ციმბალიუკი ერთადერთი პოტენციური მკვლელი იყო, რომელსაც ჰერმანი დაუკავშირდა.

ისტორიის კულმინაცია იყო 29 მაისის საღამო, ბაბჩენკომ წინასწარ ტყვიანასროლი მაისური ჩაიცვა, დაეცა გრიმიორის მიერ წინასწარ რეკომენდებულ პოზაში, მას ღორის სისხლი დაასხეს დადგმული ფოტოსთვის, რომლის შემდეგადაც სპეცსამსახურების თანამშრომლები წავიდნენ, ცოლმა კი სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახა.
ლეგენდის თანამხმად, ბაბჩენკო სასწრაფო დახმარების მანქანაში დაიღუპა, რომლის სანიტრები სპეცოპერაციის მონაწილეები იყვნენ. ღამით ბაბჩენკომ მორგში გაიღვიძა, სადაც მისი თქმით, “ბოლოსდაბოლოს თავი სამშვიდობოს იგრძნო”.

იმავე ღამით ბორის ჰეტმანმა მილანის თვითმფრინავზე ბილეთი იყიდა მომავალი ღამისთვის, მილანიდან ის რუსეთში აპირებდა გაფრენას.
მომდევნო დღის მოვლენების აღდგენა, ბაბჩენკოს “სასწაულებრივი გაცოცხლების” გარდა, თითქმის შეუძლებელია ღია წყაროებიდან. ჯერჯერობით, უცნობია, ციმბალიუკს შესრულებული სამუშაოსთვის გადასცეს თუ არა თანხის მეორე ნახევარი, მეტიც, უცნობია “ქილერი” შეხვდა თუ არა ჰერმანს. ფაქტი მხოლოდ ის არის, რომ კიევის დროით 13.12 წუთზე ჰერმანი უშიშროებამ დააკავას. მეორე დღეს იური ლუცენკომ განაცხადა, რომ 30 პოტენციური მსხვერპლის სია უკრაინელი სამართალდამცველების ხელშია და რომ ამ ადამიანებს უახლოეს მომავალში დაცვას დაუყენებდნენ. ვინ შედის ამ სიაში, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა, “ფეისბუქზე” ჰერმანის ადვოკატის ინფორმაციის მიხედვით, ორი გვარია ცნობილი მხოლოდ – ილია ბოგდანოვი – რუსეთის უშიშროების ყოფილი თანამშრომელი, რომელიც 2014 წლიდან რუსეთში აკრძალულ “მარჯვენა სექტორშია” გაწევრიანებული და კიევში ცხოვრობს, მეორეა თეოდორ პანოვსკი – ოდესის მაიდანის აქტივისტი. სხვა გვარები “ოცდაათკაციანი სიიდან” უცნობია.

ბორის ჰერმანის ჩვენებების მიხედვით, საქმეში კიდევ ერთი ფიგურანტი გამოჩნდა – ვიაჩესლავ პივოვარნიკი, ჰერმანის ძველი ნაცნობი, რომელიც ადვოკატ ევგენი სოლოდკოს თქმით, მოსკოვშიც ცხოვრობს. ახლა კი, ჰერმანის ინფორმაციით, ის რაღაც ფონდში მუშაობს, რომელსაც ჩვენებების თანახმად ვლადიმირ პუტინის “პირადი ფონდი” ან “კერძო ფონდი” ქვია. პივოვარნიკი ფონდში პასუხისმგებელია “ტერორისტული აქტებსა და შეიარაღებულ გადატრიალებაზე მომდევნო პრეზიდენტების არჩევნებზე, კერძოდ, კი პასუხისმგებელია უკრაინაზე”. სოლოდკოს თქმით, პივოვარნიკმა ჰერმანს დახმარება სთხოვა “უკრაინის წინააღმდეგ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ორგანიზებაში”. ჰერმანი ამაზე დათანხმდა, მაგრამ მაშინათვე მოუყვა ამის შესახებ თავის ნაცნობ დიმიტრის. ვინ არის დიმიტრი – ისტორიის ყველაზე გასაიდუმლოებული ნაწილია. შესაძლოა, ის უკრაინის სპეცსამსახურების თანამშრომელია, მაგრამ რომლის, უცნობია, თუმცა, ნამდვილად არ არის საუბარი უშიშროებაზე. ბრალდებულმა ხან “შინაგანი დაზვერვა” ახსენა, ხან “კონტრდაზვერვის დეპარტამენტი”. შემდეგ პროკურორებმა დაადგინეს, რომ ეს დეპარტამენტი სტრუქტურულად უშიშროების სამსახურში შედის, რომელიც ამ ოპერაციას ატარებდა.

ადვოკატმა თქვა, რომ “არ იცის” უკრაინის რომელ სპეცსამსახურში მუშაობდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი, მაგრამ ირწმუნება, რომ ის “ნამდვილი პატრიოტია”, რომელმაც ამ სპეცსამსახურთან თავისი თანამშრომლობით ნამდვილი გმირობა ჩაიდინა.
ასეა თუ ისე, თითქმის ნახევარი წელი ორმაგ აგენტად ყოფნისას, ჰერმანი თანამშრომლობდა პივოვარნიკთან და ამაზე დიმიტრის უყვებოდა ყველაფერს, ჰერმანი, როგორც ამბობს, “ფულის მიმოქცევას ადევნებდა თვალყურს”, რომელიც რუსეთიდან შემოდის უკრაინაში, ასევე იმას, თუ როგორ აკეთებენ იარაღის მარაგს და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ უკრაინაში.
ამ მუშაობის კონკრეტულ შედეგებზე საუბრისას, ჰეტმანმა განაცხადა, რომ “პუტინის ფონდი” ნაკლებადცნობილ უკრაინულ პარტია “Розумна сила”-ს აფინანსებს (მათ ეს უარყვეს) და ასევე, პარლამენტის დეპუტატს სერგეი პაშინსკის (მან ამ განცხადებას უშიშროების მხრიდან დისკრედიტაცია უწოდა).

ერთხელაც, ჰერმანმა პივოვარნიკისგან უკრაინის ტერიტორიაზე მკვლელეობების შემსრულებლის პოვნის დავალება მიიღო. მან კი “ქილერობა” თავის ნაცნობს ალექსეი ციმბალიუკს შესთავაზა. დიმიტრიმ გარკვეული ხნის შემდეგ უთხრა ჰერმანს, რომ ციმბალიუკმა უშიშროებას მიმართა. “ანუ, ბორისმა თავიდანვე იცოდა, რომ ჟურნალისტ ბაბჩენკოს არანაირი მკვლელობა არ მოხდებოდა და რომ ეს იმიტაცია იქნებოდა” – ამბობს ადვოკატი.

თვითონ ჰერმანმა სასამართლოზე თქვა, რომ ციმბალიუკთან დაკავშირება მას კონტრდაზვერვამ ურჩია. “როცა მას არჩევდნენ ამ როლისთვის, ყველამ კარგად იცოდა, რომ ის მაშინათვე უშიშროებაში გაიქცეოდა და ყველაფერს მოყვებოდა” – ამბობს ჰერმანი.
ასეა თუ ისე, ისტორიის ამ ვერსიებიდან გამომდინარე, ჰერმანისა და ციმბალიუკის დაკავშირება უკრაინის სპეცსამსახურების მეშვეობით მოხდა და მათგან არც ერთს არ უნდოდა ბაბჩენკოს სიკვდილი.

სხვა სიტყვებით, დაცვის მხარე ადასტურებს იმას, რომ ციმბალიუკი “ჩამშვები ქილერი” იყო და რომ მთელი ოპერაციის ორგანიზატორი კი – უშიშროება.
ჰერმანის ჩვენებებშიც ფიგურირებს იმ 30 კაცის სია , “რომლელთა განადგურება სურდათ უკრაინის ტერიტორიაზე”. მისი თქმით, ეს სია “გადაეცა კონტრდაზვერვას”, თუმცა, როდის და რა გარემოებებში მოხდა ეს, ამას ჰერმანი არ აზუსტებს. ადვოკატი და ჰერმანი არ საუბრობენ იმაზე, თუ რას აკეთებდა ბრალდებული “მკვლელობის” და მეორე დღეს, როცა ის დააკავეს. ადვოკატს არ უარუყვია, რომ მისი კლიენტი 30 მაისს მილანში აპირებდა გაფრენას, თუმცა, მისი თქმით, ეს ადრე დაგეგმილი სამუშაო ვიზიტი იყო იტალიის იარაღის კომპანია “ბერეტაში”. სასამართლო მოსმენისას ადვოკატი ჰერმანის უდანაშაულობას ამტკიცებდა და მის გათავისუფლებას ითხოვდა.

ბაბჩენკოს შეუმდგარი მკვლელობის მთავარი კითხვაა ბორის ჰერმანი მართლა მოქმედებდა თუ არა უკრაინის სპეცსამსახურების თანამსრომელთან ერთად, რომელსაც ისინი არ ასახელებენ. “მიმდინარე მომენტში უკვე დადასტურებულია, რომ ის არ იყო საიდუმლო ან არასაიდუმლო აგენტი უშიშროების კონტრდაზვერვის დეპარტამენტში” – პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ თქვა “რადიო თავისუფლების” ეთერში.

არსებობს თუ არა იმის დოკუმენტური დადასტურება, რომ ბორის ჰერმანი ორმაგი აგენტი იყო? ჰერმანი ირწმუნებოდა, რომ ამის მასალები არსებობს და რომ ყველაფერი უკრაინის საკეთილდღეოდ გააკეთა. “დოკუმენტები, რომელიც იმის დამადასტურებელია, რომ აგენტი სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობს, არის საიდუმლო და მათი ნახვა არ შეიძლება” – თქვა ადვოკატმა.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 2, 2018 20:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,698
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics