როდის გამოცხადდება რიგგარეშე მობილობა შავი ზღვისა და ევროპის უნივერსიტეტებში ?!

აბიტურიენტებისთვის, რომლებიც გეგმავდნენ გამხდარიყვნენ შავი ზღვისა და ევროპის უნივერსიტეტების სტუდენტები, რიგგარეშე მობილობა სექტემბრის პირველ კვირას გამოცხადდება, – ამის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ განაცხადა.

„დღეს გამოცდების შეფასების ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა რანჟირების დოკუმენტი, საიდანაც ჩანს, რამდენმა აბიტურიენტმა მოიპოვა შავი ზღვის უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება. ამ სტუდენტებისთვის ჩვენ გავხსნით რიგგარეშე მობილობას, რათა სწავლის დაწყება შეძლონ ალტერნატიულ უნივერსიტეტებში, შესაბამის ფაკულტეტზე. ამისათვის უკვე კომუნიკაცია დაწყებული გვაქვს სხვადასხვა უნივერსიტეტთან, რათა აბიტურიენტებს შესაბამისი პროგრამები შესთავაზონ რა თქმა უნდა, თავიანთი თავისუფალი კვოტების ფარგლებში. ვფიქრობთ, რომ სექტემბრის პირველ კვირაში აბიტურიენტებს უკვე კონკრეტულ თარიღებსა და უნივერსიტეტებს შევთავაზებთ. ამ მობილობით ასევე ისარგებლებენ ევროპის უნივერსიტეტის ის აბიტურიენტები, რომლებმაც მოიპოვეს უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება. ეს იყო ის ორი დაწესებულება, რომლებსაც ახალი სასწავლო წლიდან ახალი კონტინგენტის მიღება შეეზღუდათ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება ერთი წლით, ხოლო ევროპის უნივერსიტეტს სამი წლის შეეზღუდა“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაშიხაშურში, ტყის ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 30-კაციანი შემადგენლობა ჩაერთო
შემდეგი სტატია,,სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება,გარდატეხას ხვალ დილისთვის ველოდებით, რომ საბოლოოდ განვაცხადოთ ლოკალიზებაზე “