,,სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება,გარდატეხას ხვალ დილისთვის ველოდებით, რომ საბოლოოდ განვაცხადოთ ლოკალიზებაზე “

სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და გარდატეხას ხვალ დილისთვის ველოდებით, რათა საბოლოოდ განვაცხადოთ ლოკალიზებაზე , – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცედანის ტყეში გაჩენილი ხანძრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

შალვა ხუციშვილის თქმით, ხანძრის ადგილზე ამ ეტაპზე ღია კერები აღარ არის, თუმცა არის დაკვამლიანება.

„აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ვერტმფრენი ჩართულია. ასევე ყოველ 15 წუთში ხდება დრონებით სიტუაციის მონიტორინგი. ახლა განხორციელდება როტაცია, თბილისიდან ჩამოვა ცვლა, რომელიც შეეცვლება ამ ადამიანებს ვინც მუშაობს. აქტიურ კომუნიკაციაშია ყველა უწყება. ჩართულია როგორც მეტყევეები და შსს თავისთავად ვერტმფრენით, ასევე თვითმმართველობა და გუბერნია. დიდი სამუშაო გასწია სპეცტექნიკამ, რომელთაც ბუფერული ზონები გააკეთეს.

სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და გარდატეხას ხვალ დილისთვის ველოდებით რათა საბოლოოდ განვაცხადოთ ლოკალიზებაზე”, – განაცხადა ხუციშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშიროდის გამოცხადდება რიგგარეშე მობილობა შავი ზღვისა და ევროპის უნივერსიტეტებში ?!
შემდეგი სტატია,,ხალხთან უშუალო კომუნიკაცია ჩვენი საქმიანობის სწორი მიმართულებით წარმართვას შეუწყობს ხელს”