ხაშურში, ტყის ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 30-კაციანი შემადგენლობა ჩაერთო

ხაშურში, ტყის ხანძრის ქრობის პროცესში პირველად ჩართულია ტყის სახანძრო სპეცმანქანები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ურთულეს რელიეფზე ახალ სახანძრო მანქანებს ტყის მასივში წყლის მარაგი გადააქვთ.

ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც ტყის მასივში 15 შემოვლა განახორციელა. ადგილზე ასევე რჩება 220 მეხანძრე-მაშველი.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 30-კაციანი შემადგენლობაც.

ხანძრის ეპიცენტრში არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები და ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი თორნიკე გვაზავა.

banner
წინა სტატიაში,,საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები,ჩვენ ერთობლივად ბევრი გლობალური მნიშვნელობის პროექტის რეალიზაცია შევძელით”
შემდეგი სტატიაროდის გამოცხადდება რიგგარეშე მობილობა შავი ზღვისა და ევროპის უნივერსიტეტებში ?!