როდესაც პროკურატურა პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს, ეს კონკრეტულად რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკოსის პრობლემა კი არ არის ყველა მოქალაქეს უქმნის საფრთხეს – ოთო კახიძე

„ეს დევნა არ დასრულებულა,დამოკლეს მახვილივით იქნება ეს პოლიტიკური ოპონენტების თავზე, ისევე როგორც იქცევიან მთლიანად პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ამ ხელწერით,“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთო კახიძემ.
„ეს დევნა არ დასრულებულა, პროკურატურა გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში და ეს პროცესები გაგრძელდება, შემდეგ სააპელაციომაც, რომ ძალაში დატოვოს უზენაესში წაიღებენ და დამოკლეს მახვილივით იქნება ეს პოლიტიკური ოპონენტების თავზე, ისევე როგორც იქცევიან მთლიანად პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ამ ხელწერით, როდესაც პროკურატურა პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს, ეს კონკრეტულად ხაზარაძის, ჯაფარიძის ან რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკოსის პრობლემა კი არ არის ყველა მოქალაქეს უქმნის საფრთხეს“ – განაცხადა კახიძემ

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში საკრებულოს სხდომა ისევ ჩაიშალა
შემდეგი სტატიამელია: „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა პოლიტიკურ ფრონტზე უნდა იყოს აქტიური, ყველა პოლიტიკურ არენას უნდა იყენებდეს