ზუგდიდში საკრებულოს სხდომა ისევ ჩაიშალა

ზუგდიდში საკრებულოს სხდომა ისევ ჩაიშალა – ოპოზიცია საკრებულოში პროტესტის ნიშნად არ მივიდა. ვერ შედგა “ქართული ოცნების” წევრების მოლაპარაკება ვერც გიორგი გახარიას გუნდის წევრებთან, საკრებულოში არც ისინი მივიდნენ.

ქვორუმის არ არსებობის გამო, ერთსაათიანი შესვენება გამოაცხადა, თუმცა ქვორუმი მაინც ვერ შედგა. ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა, როცა ზუგდიდის საკრებულოში სხდომა ვერ ტარდება.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, გახარიას პარტიასთან შეთანხმება ვერ შედგა. ყოფილი პრემიერის გუნდი საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე თავისი კანდიდატისთვის მხარდაჭერას ითხოვს. ასევე, სამიდან ორი მოადგილის პოსტზე და 5 კომისიიდან 3-ის ხელმძღვანელად „ქართული ოცნებას“ საკუთარი დეპუტატის დანიშვნა სურს. ეს შეთავაზება ოპოზიციისთვის მიუღებელია. სწორედ ეს გახდა პროტესტის მიზეზი.

აღსანიშნავია, რომ საკრებულოს სხდომები კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტში ვერ ტარდება. მიზეზი ასეთივეა – პარტიები საკრებულოს თავმჯდომარეების არჩევასა და თანამდებობების გადანაწილებაზე ვერ თანხმდებიან.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე: ბრძოლა გაგრძელდება,ჩვენ ამას გავასაჩივრებთ
შემდეგი სტატიაროდესაც პროკურატურა პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს, ეს კონკრეტულად რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკოსის პრობლემა კი არ არის ყველა მოქალაქეს უქმნის საფრთხეს – ოთო კახიძე