მელია: „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა პოლიტიკურ ფრონტზე უნდა იყოს აქტიური, ყველა პოლიტიკურ არენას უნდა იყენებდეს

ვფიქრობ, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა პოლიტიკურ ფრონტზე უნდა იყოს აქტიური, ყველა პოლიტიკურ არენას უნდა იყენებდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, არასერიოზული იქნება, რომ პარტია პარლამენტში შევიდეს საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად და ნებისმიერ სხვა საქმიანობაზე უარი თქვას.

„ჩემი პირადი პოზიციაა, თუკი ჩვენ პარლამენტში შევალთ საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზეზით, რა თქმა უნდა, ეს არ შეიძლება მხოლოდ კომისიის საქმიანობით შემოიფარგლოს. ვფიქრობ, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა სხვა აქტივობასთან ერთად, უნდა დაკავდეს მათ შორის საპარლამენტო საქმიანობით, რადგან არასერიოზული იქნება, პარლამენტში შეხვიდე საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად და ნებისმიერ სხვა საქმიანობაზე თქვა უარი, რაც არ უნდა არგუმენტირებული იყოს. ჩემის აზრით, ეს შემთხვევა გულისხმობს სრულფასოვნად ბრძოლის გაჩაღებას, სრულფასოვნად ბრძოლის გაჩაღებას ამ ასპარეზზეც კი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიროდესაც პროკურატურა პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს, ეს კონკრეტულად რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკოსის პრობლემა კი არ არის ყველა მოქალაქეს უქმნის საფრთხეს – ოთო კახიძე
შემდეგი სტატიაპროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განცხადებას ავრცელებს