როცა ხალხი პუტინის გადაწყვეტილებების გამო მასზე ზეწოლას მოახდენს, ომი დასრულდება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლიდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზებზე და მოგაზურობაზე უარის თქმა პუტინზე გავლენას მოახდენს. მისი განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს სხვა შიში არ აქვს, გარდა სიცოცხლის გამო შიშისა და მისი სოცოცხლე დამოკიდებულია იმაზე, ემუქრება თუ არა მას რუსეთის მოსახლეობა.

“ვაშინგტონ პოსტთან” ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ არაფერია შემზარავი იმაში, თუ რუსებს ეტყვიან, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ. მისივე თქმით, რუსები, რომლებიც ომს საჯაროდ ეწინააღმდეგებიან ერთეული შემთხვევებია და ისინი ციხეებში არიან.

“რუსები წავიდნენ სახლში, ყველა წავიდეს რუსეთში. თქვენ გინდათ ეს იზოლაცია, არა? თქვენ მთელ მსოფლიოს ეუბნებით, რომ მთელი მსოფლიო თქვენი წესებით იცხოვრებს. კარგი, მაშინ წადი იქ და იცხოვრეთ.

რას გვაძლევს ეს? ეს არის პუტინზე გავლენის მოხდენის ერთადერთი გზა. იმიტომ რომ ამ ადამიანს სხვა შიში არ აქვს, გარდა შიში სიცოცხლისა. და მისი სიცოცხლე დამოკიდებულია იმაზე, ემუქრება თუ არა მას შიდა მოსახლეობა. სხვა არაფერი ემუქრება მას. ეს ასეა. ამიტომ, როდესაც მისი მოსახლეობა ზეწოლას მოახდენს მის გადაწყვეტილებებზე, მაშინ იქნება შედეგი. და ომი დასრულდება. ეს არის ძალიან გასაგები სანქციები, ძალიან მარტივია. საქმე არც ფულზეა, არც გაზზე, არც მილსადენებზე, ან იმაზე, რომ გერმანელებს ზამთარში გათბობა არ ექნებათ. უბრალოდ დახურეთ საზღვრები ერთი წლით და ნახავთ შედეგს”, – ამბობს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშიყირიმის ხიდი უნდა დაინგრეს, ის რუსული არმიისთვის მთავარი კარიბჭეა – პოდოლიაკი
შემდეგი სტატიადაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის – არასამთავრობოების განცხადება