რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის მოსაზრება მომავალ კვირას გამოქვეყნდება

რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის მოსაზრება მომავალი კვირის დასაწყისში გახდება ცნობილი. ამის შესახებ ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი წერს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, სრულად გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

PACE-ის პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას 16 აპრილს მიმართა, რომ დაუყოვნებლივი წესით შეფასდეს “ქართული ოცნების” მხრიდან ინიცირებული ე.წ. რუსული კანონი.

ვენეციის კომისიამ უნდა დაადგინოს, რამდენად ახლოსაა “ოცნების” მიერ ხელმეორედ ინიცირებული კანონი ევროპულ სულისკვეთებასთან.

რუსული კანონი “ქართულმა ოცნებამ” საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად 14 მაისს დაამტკიცა.

banner
წინა სტატიაშივედანტ პატელი: ჯერ კიდევ არის დრო ერთად მუშაობისთვის
შემდეგი სტატიაPACE პრეზიდენტი: ძალის გადამეტებისა და ძალადობის ფაქტები გამჭვირვალედ უნდა იყოს გამოძიებული