მარკეტა გრეგოროვა პრემიერს – კობახიძე, თუ გგონია, ასე შეინარჩუნებ კანდიდატის სტატუსს, ცდები

დავით ქაცარავა 2022 წელს მოხალისედ წავიდა საბრძოლველად უკრაინაში, რუსეთის შესაძლებლობები იქ ვერ მიწვდა, მაგრამ მისწვდა საქართველოში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

ევროპარლამენტარი საქართველოს-პრემიერ მინისტრს მიმართავს, რომ თუ კობახიძეს ჰგონია, რომ „ასე შეინარჩუნებს კანდიდატის სტატუსს”, ცდება.

“ეს კაცი საავადმყოფოში წევს მოტეხილი ყბით, ქირურგიულ ოპერაციას უტარებენ. დავით ქაცარავა 2022 წელს მოხალისედ წავიდა საბრძოლველად უკრაინაში. რუსეთის შესაძლებლობები იქ ვერ მიწვდა, მაგრამ მიწვდა საქართველოში.

თუ გგონია, რომ ასე შეინარჩუნებ კანდიდატის სტატუსს, კობახიძე, მაშინ ცდები”, – წერს გრეგოროვა.

banner
წინა სტატიაშიბერბოკი: ევროკავშირი კანონის უზენაესობაზეა აგებული, ამისთვის გადის თბილისში ხალხი ქუჩაში
შემდეგი სტატიავედანტ პატელი: ჯერ კიდევ არის დრო ერთად მუშაობისთვის