რობერტ დე-ნიროს რესტორანში საეჭვო ამანათი გააგზავნეს

საეჭვო ამანათი, რომელიც გავდა გუშინ ჰილარი კლინტონისა და ბარაკ ობამასთვის გაგზავნილს, ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესპორანში მიიტანეს, რომელიც რობერტ დე ნიროს ეკუთვნის. ის შენობის მეშვიდე სართულზე იპოვეს – “სიენენი” ავრცელებს.
არხის წყაროების ინფორმაციით, პოლიციელებმა რენტგენით დაადგინეს, რომ ამანათში ასაფეთქებელი ნივთიერება იდო. ამანათზე იგივე საფოსტო მარკები იყო დაწებებული, რაც კლინტონის, ბარაკ ობამასა და ჯორჯ სოროსის შემთხვევებში და უკან დასაბრუნებლადაც იგივე მისამართი იყო მითითებული – აღნიშნულ პირებს ბომბიანი ამანათები გუშინ გაუგზავნეს.

ცნობილი მსახიობი რობერტ დე ნირო დონალდ ტრამპის ცნობილი კრიტიკოსია. მსახიობმა ამერიკის პრეზიდენტს “ეროვნული კატასტროფა” უწოდა.

banner
წინა სტატიაშიNYT და Times: რუსეთი და ჩინეთი ტრამპის პირად სატელეფონო საუბრებს უსმენენ
შემდეგი სტატიააგური ადამიანის შარდისგან – ეკოლოგიურად სუფთა და ძალიან მყარი