როდესაც ძალაუფლების სიყვარული გადაწონის სიყვარულის ძალაუფლებას ასე ხდება – ამირეჯიბი “ოცნებას”

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „იმედის დღე“ წამყვანი, ეკატერინე ამირეჯიბი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და საქართველოს მთავრობას მიმართავს:

„როდესაც‼️ ძ ა ლ ა უ ფ ლ ე ბ ი ს‼️ სიყვარული გადაწონის სიყვარულის ძალაუფლებას ასე ხდება. ყრუ კედელი… რომელიც თითქოს ადამიანების ხმას აღარ ატარებს.

„მშვიდობის ქალაქს“, „ევროპულ ქალაქს“ როგორც თვითონ უწოდებთ ხოლმე ხშირად, შეგიძლიათ თქვენ თვითონ დაუბრუნოთ სიმშვიდე, დაუბრუნოთ გაზაფხული, სტუდენტები კი დაუბრუნოთ ლექციებს აუდიტორიებში.

პირველ რიგში, თქვენ ხართ ვალდებული ამ ბეწვის ხიდზე რაც დღეს შეიქმნა, ყველაზე ფრთხილად და უსაფრთხოდ გაატაროთ საკუთარი მოქალაქეები“, – მიმართავს საქართველოს მთავრობას ეკატერინე ამირეჯიბი.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის საელჩო – საქართველოს მოქალაქეები ხმამაღლა აფიქსირებენ სურვილს, გახდნენ ევროატლანტიკური ოჯახის წევრები
შემდეგი სტატიაგიტანას ნაუსედა – მე მტკიცედ ვგმობ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროევროპელ დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებს