NYT და Times: რუსეთი და ჩინეთი ტრამპის პირად სატელეფონო საუბრებს უსმენენ

რუსეთი და ჩინეთი დონალდ ტრამპის პირად სატელეფონო საუბრებს უსმენენ იმ იმედით, რომ მიიღებენ ინფორმაციას, რომელიც მათ ვაშინგტონის პოლიტიკის გაგებაში დაეხმარებათ – ამერიკული მედია წერს. ამერიკის პრეზიდენტმა მას “ფეიკ ნიუსი” უწოდა. NYT და Times-ის ოფიციალური წყაროები ადასტურებენ, რომ სპეციალურმა სამსახურებმა უცხოური სახელმწიფოების წარმომადგენლებისგან მიიღეს ეს ინფორმაცია. როგორც გამოცემები წერენ, ტრამპის მრჩევლებმა არა ერთხელ გააფრთხილეს პრეზიდენტი, რომ ჩინეთისა და რუსეთის დაზვერვა რეგულარულად უსმენს მის საუბრებს მეგობრებთან და ნდობით აღჭურვილ პირებთან. მაგრამ, ამერიკის პრეზიდენტის თანაშემწეების თქმით, დონალდ ტრამპს არ სურს საკუთარი აიფონი მოიშოროს – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშირუსი ოკუპანტების მიერ მოკლული გია მებონიას გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა
შემდეგი სტატიარობერტ დე-ნიროს რესტორანში საეჭვო ამანათი გააგზავნეს