აგური ადამიანის შარდისგან – ეკოლოგიურად სუფთა და ძალიან მყარი

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სტუდენტებმა ადამიანის შარდისგან აგურის მიღების მეთოდი გამოიგონეს. ამდაგვარი აგური ეკოლოგიურად სუფთაა. მას შემდეგ, რაც შარდს ქვიშას და სპეციალურ ბაქტერიებს შეურევენ, აგური ოთახის ტემპერატურაზე მყარდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მის გამოსაწვავად სპეციალური ღუმელები არ არის საჭირო. ბაქტერიები იხსნება შარდში, რომლის შემდეგადაც კალციუმის კარბონატი მიიღება – აგურისთვის ძირითადი კომპონენტი. “დაახლოებით იგივე პრინციპით იზრდება ზღვაში მარჯანი” – ექსპერიმენტის ხელმძღვანელი დოქტორ დილონ რანდალი ამბობს – “ბიბისი” წერს.

კეიპთაუნის ფაკულტეტის სტუდენტები შარდს მამაკაცის ტუალეტებში აგროვებდნენ. ერთი აგურის გამოსაყვანად დაახლოებით ასი მამაკაცის შარდი დასჭირდათ.

banner
წინა სტატიაშირობერტ დე-ნიროს რესტორანში საეჭვო ამანათი გააგზავნეს
შემდეგი სტატიახაშოგის მკვლელობა განზრახული იყო – საუდის არაბეთის პროკურატურა