რიჟვაძე: ჩემი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ჩემი ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მაშველები აგრძელებენ მუშაობას, რათა ნანგრევებიდან გამოიყვანონ მოქალაქეები.

„ჩემი ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაშველებმა უნდა შეძლონ ეფექტურად მუშაობა და მადლობა მათ ამისთვის. უნდა ვაცადოთ, რომ გადაარჩინონ ისინი. მოგვიანებით მოგახსენებთ დამატებით დეტალებს. აქ ჩამოდიან შს მინისტრი და პრემიერიც. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პირველ რიგში, გადავარჩინოთ აქ მოყოლილი ადამიანები და რა თქმა უნდა, ყველა ოჯახს აუცილებლად დავეხმარებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ. გამოძიება დაადგენს ყველაფერს, მთავარია, ამ ადამიანებს ვუშველოთ“, – განაცხადა რიჟვაძემ.

banner
წინა სტატიაშიკორპუსის ნგრევის ვერსიები – რას ჰყვებიან ადგილობრივები[ფოტო]
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: დისბალანსი არის ოქმების 27,5 პროცენტში