ჯაფარიძე: დისბალანსი არის ოქმების 27,5 პროცენტში

სამი ოპოზიციური პარტია – „ლელო“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობენ და ხმების ხელახალ გადათვლას ითხოვენ.

მათი განმარტებით, საარჩევნო ოქმებში დისბალანსი და ბიულეტენების ნაკლებობა საკმაოდ ბევრ უბანზე ფიქსირდება.

„ეს არჩევნები გაყალბდა. ეს არჩევნები ჩატარდა ბევრად უფრო უარესად, ვიდრე გასული წლის არჩევნები. დისბალანსი არის ოქმების 27,5 პროცენტში. ეს არის მთელი ქვეყნის მასშტაბით. დაახლოებით, უბნების ერთ მესამედში ბალანსი ვერ შედგა ოქმებში. ბიულეტენების ნაკლებობა არის 944 უბანზე, ანუ 25 პროცენტზე. ბიულეტენების ნაკლებობა არის ირიბი ინდიკატორი იმისა, რომ კარუსელების დატრიალება ხდებოდა. ბიულეტენების მეტობა არის 85 უბანზე. მეტობა ნიშნავს, რომ ვიღაცამ ბიულეტენები ჩატენა. გაყალბების ეჭვს აჩენს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშირიჟვაძე: ჩემი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
შემდეგი სტატია„როდესაც პოლიტიკური დევნის ობიექტი ხდება ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ეს უდიდესი პრობლემაა ქვეყნისთვის თავისუფალ სამყაროში დაბრუნებისათვის“ – გიგა ბოკერია