ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს 2008 წლის აგვისტოში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას სთხოვს

ქართული დელეგაციის შედგენილ რეზოლუციის პროექტში, რომელსაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა განიხილავს, წერია, რომ რუსეთმა სრულად უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

რეზოლუციის პროექტი უკვე მოიწონა და დაამტკიცა ასამბლეის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საერთო კომიტეტმა.

პროექტის ერთ-ერთი ავტორი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეუთო-ს პროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, როიმელსაც ასამბლეის 56 ქვეყანა მხარს უჭერს.

“ყველაფერს დარქმეული აქვს თავისი სახელი. რუსულ ოკუპაციას, იმ პრობლემებს, რაც ქვეყანაშია და ეს რეზოლუცია, 57 ქვეყანა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ყველა ქვეყანას, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ განუხრელად იქნას დაცული საერთაშორისო სამართლის პრინციპები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი. რუსეთმა შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ხელშეკრულება 2008 წლის აგვისტოსი და მისცეს საშუალება დევნილებს, დაბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილას. გაიყვანოს შეიარაღებული შენაერთები ამ ტერიტორიებიდან და უარი თქვას საქართველოს რეგიონების სახელმწიფოებად გამოცხადებაზე და აღიარებაზე. ამ დოკუმენტით, მსოფლიოს 56 ქვეყანა ეუბნება ერთ ქვეყანას, რომ დაიცვას ის სტანდარტები, რაც დასაცავია. ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ამ ტიპის რეზოლუციებით იქმნება ის რეალობა საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირიყის პარკის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გარემოვაჭრეებს ტერიტორია დაატოვებინეს
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” მიერ კორცხელის ინციდენტთან დაკავშრებით გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება