რევაზ საყევარიშვილი ტელეკომპანიაში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს

news
ავტ.: news ნოემბერი 6, 2015 12:11

რევაზ საყევარიშვილი ტელეკომპანიაში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს

რუსთავი 2-ის დროებითი მმართველი რევაზ საყევარიშვილი ტელეკომპანიაში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. ამის შესახებ საყევარიშვილმა დღეს თავად ისაუბრა და კოლეგებს ტელეკომპანიაში პირობა მისცა, რომ არც ერთი მათგანი არ დატოვებს სამსახურს. თუმცა, აქვე საყევარიშვილი ამბობს, რომ საკუთარი ნება-სურვილით ჟურნალისტებს შეეძლებათ წასვლა და ასევე ჟურნალისტურ პრინციპებთან კონფლიქტში არ შედის.

რეზო საყევარიშვილი საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით მეტ კონკრეტიკას თავს არიდებს.

„ჩვენ, როგორც დროებითი მმართველები ვალდებულები ვართ უზრუნველყოთ კომპანიის წარმატებული საქმიანობა. განურჩევლად იმისა, როგორ დამთავრდება ეს სამართლებრივი დავა, რომ ის მეპატრონეს ჩაბარდეს, როგორც გამართული ინსტიტუტი, რომელიც ფუნქციონირებს, მოგებაზეა გასული და არის რეიტინგული,“ – აცხადებს რეზო საყევარიშვილი.

news
ავტ.: news ნოემბერი 6, 2015 12:11

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,376
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics