დავით დვალი: აზრად არავის მოუვიდეს ერთი ზარის განხორციელება და ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევა

“რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის და ამჟამად დროებით მმართველად დანიშნული დავით დვალის განცხადებით, იმ ორი ადამიანის გარდა, ვისაც უფლებამოსილება აქვს შეჩერებული , “რუსთავი 2”-ს არც ერთი თანამშრომელი არ დატოვებს, – ამის შესახებ დვალმა დღეს, სასტუმრო “რედისონში” მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც დვალმა აღნიშნა, მას ძალიან კარგად ესმის ის განწყობა, რაც აქვთ ჟურნალისტებს, რომლებიც თვლიან, რომ ყველანი მათ წინააღმდეგ არის. მას კარგად ესმის ის ზეწოლა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომლის წინაშეც ჟურნალისტები დგანან. თუმცა, მათ პირობას აძლევს, რომ მაქსიმალურად დაუდგება გვერდში და მათ საქმიანობაში არავინ ჩაერევა.

“თუ ვინმეს უხარია მთავრობაში, რომ ასეთი პროცესები მიდის “რუსთავი 2″-ის ირგვლივ, მინდა გავაფრთხილო, აზრად არავის მოუვიდეს ერთი ზარის განხორციელება და ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევა”, – განაცხადა დავით დვალმა.

მისივე თქმით, ის სამპუნქტიანი გეგმა, რომელიც “რუსთავი 2”-ის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა, არის არა დვალის და აქიმიძის მოთხოვნები, არამედ ერთობლივი შეთანხმება ქიბარ ხალვაშთან.

“ჩვენი ხედვა ტელევიზიის მომავალთან დაკავშირებით ემთხვევა და ეს მაძლევს იმედს, რომ ამ თვალსაზრისით, არანაირი გაუგებრობები არ იქნება”, – განაცხადა დავით დვალმა.

 

banner
წინა სტატიაშიდავით დვალი: ჩვენ დავდგებით კედლად, რომ თავისუფალ ჟურნალისტიკას დაუბრუნდეთ
შემდეგი სტატიარევაზ საყევარიშვილი ტელეკომპანიაში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს