Reuters – საქართველოს ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ შინ დაბრუნებას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ციხე ემუქრება

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ “ქვეყნის გადასარჩენად” შინ დაბრუნებას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ციხე ემუქრება, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

Reuters-ი ხაზს უსვამს, რომ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის დაძაბულობა განსაკუთრებით გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაძლიერდა, რომელიც, ოპოზიციის მტკიცებით, გაყალბდა.

„საერთაშორისო დამკვირვებლებმა მაშინ განაცხადეს, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და რომ ფუნდამენტური თავისუფლებები, საერთო ჯამში, დაცული იყო“, – წერს Reuters-ი.

სააგენტოპრემიერ-მინისტრირაკლიღარიბაშვილსციტირებს, რომელმაცგანაცხადა, რომ „სააკაშვილიროგორცკიშემოვაჩვენმიწაზე, ტერიტორიაზეშემოდგამსფეხს, იმავეწამსიქნებადაკავებულიდაშებრძანებულიციხეში“.

„საქართველოს სასამართლომ 2018 წლის ივნისში მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მისი პრეზიდენტობისას პარლამენტის ოპოზიციური წევრის ცემის მტკიცებულებების დაფარვის მცდელობისთვის,“- წერს Reuters-ი.

წინა სტატიაშიკალაძე – სიები არ არის საჭირო, დარწმუნებული ვარ, პირველივე ტურში გავიმარჯვებთ
შემდეგი სტატიადეკანოიძე: საქართველოს მესამე პრეზიდენტს სრული უფლება აქვს, საქართველოში მშვიდობიანად დაბრუნდეს