კალაძე – სიები არ არის საჭირო, დარწმუნებული ვარ, პირველივე ტურში გავიმარჯვებთ

სიები არ არის საჭირო, ჩვენ ვთხოვთ ხალხს მხარდაჭერას, თანადგომას და დარწმუნებული ვარ, პირველივე ტურში გავიმარჯვებთ, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, სთხოვს თუ არა ის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს საარჩევნოდ სიების წარდგენას და მხარდაჭერას.

„მარტო მორაგბეები არ არიან ჩართულები, ჩართული არიან არამხოლოდ სპორტსმენები, ხელოვნების წარმომადგენლები, საქართველოს ესტრადის ვარსკვლავები. სიები არ არის საჭირო, ჩვენ ვთხოვთ ხალხს მხარდაჭერას, თანადგომას და დარწმუნებული ვარ, პირველივე ტურში გავიმარჯვებთ. არ უარვყოფ, რომ ჩემი მხარდაჭერის მიმართულებით ჩართულია უამრავი ადამიანი. სიებთან დაკავშირებით თქვენი მოგონილია“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია ჭიღლაძე: ილია მეორე- პედოფილიის მფარველი ეკლესიაში
შემდეგი სტატიაReuters – საქართველოს ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ შინ დაბრუნებას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ციხე ემუქრება