დეკანოიძე: საქართველოს მესამე პრეზიდენტს სრული უფლება აქვს, საქართველოში მშვიდობიანად დაბრუნდეს

გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატი, პარლამენტის დეპუტატი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სრული უფლება აქვს, ქვეყანაში მშვიდობიანად დაბრუნდეს.

“მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელსაც ამ ქვეყნის ისტორიაში აქვს ძალიან დიდი წვლილი, აქვს სრული უფლება მშვიდობიანად, დედასთან ერთად დაბრუნდეს საქართველოში. ის პოლიტიკური საქმეები, რომელიც შეთითხნილია “ქართული ოცნების” მიერ და პოლიტიკურად დაკვეთილია რუსეთის ფედერაციიდან, რა თქმა უნდა, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის სტატუსის განმსაზღვრელი ვერ იქნება. ამიტომ, ღარიბაშვილს, კობახიძეს, მინდა ვუთხრა, რომ მათი განცხადებები საერთოდ ვერ ამხნევებენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიReuters – საქართველოს ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ შინ დაბრუნებას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ციხე ემუქრება
შემდეგი სტატიაინაშვილი: “ოცნებას შანსი არ აქვს, მისი რეიტინგი 30%-ც კი არ არის