ინდური კომპანია Reliance Industries, ქვეყნის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანია და მსოფლიოში უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის Jamnagar-ის ოპერატორი, არ შეიძენს Sovcomflot-ის ტანკერებით მიწოდებულ რუსულ ნავთობს.
მიზეზი თებერვალში Sovcomflot-ისა და 14 ტანკერის წინააღმდეგ შემოღებული სანქციებია. ამის შესახებ Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
Reliance, რუსული ურალის ნავთობის მთავარი მყიდველი, ითხოვს, რომ ახალი მიწოდება არ განხორციელდეს Sovcomflot-ის ტანკერებით,- აცხადებენ წყაროები.