გუბერნატორის ინფორმაციით, უკრაინელების მიერ ბელგოროდის დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დღეს დილით, ქალაქ ბელგოროდისა და ბელგოროდის რაიონის დაბომბვის შედეგად ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, – ამის შესახებ გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა „ტელეგრამის“ არხზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დაბომბვის შემდეგ ბელგოროდის დაახლოებით 5 ათასი მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ამასთან, გრაივორონის მერმა, გენადი ბონდარევმა მოსახლეობას მოუწოდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაბომბვის გამო, დროებით დატოვონ ტერიტორია.

“მივმართავ მათ, ვინც ტერიტორიაზე რჩება. ვითარება კვლავ დაძაბულია. გთხოვთ, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება და დროებით დატოვოთ ქალაქის ტერიტორია”, – ნათქვამია მერის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბუჩუკური – ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის განხილვაში პირველივე დღეებიდან ჩავერთვებით
შემდეგი სტატიაReuters: ინდური კომპანია Reliance უარს ამბობს რუსული ნავთობის მიწოდებაზე Sovcomflot-ის ტანკერებით