“რესპუბლიკელები”, პირადად მე, აუცილებელი კომპონენტი ვართ მომავალი წარმატებული ხელისუფლების”

“რესპუბლიკური პარტია” წარმატებული ხელისუფლების აუცილებელი კომპონენტია, რადგან მან დაამტკიცა, რა შეუძლია”.

 

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილმა გადაცემა “რვიანში” განაცხადა.
მისი თქმით, “რესპუბლიკური პარტია”, “პირადად დავით უსუფაშვილი არის აუცილებელი კომპონენტი მომავალი წარმატებული ხელისუფლების, იმიტომ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ ეს დავამტკიცეთ და ვანახეთ ქართველ ხალხს”.
“ჩვენ ვამბობთ, რომ მარტო ამის გამკეთებლები არ ვართ და გვჭირდება პარტნიორები. ვისურვებდი, რომ ჩემი ყოფილი პარტნიორები დარჩნენ იმავე პრინციპების ერთგულნი, რაც იყო გაცხადებული.
დღეს მე ვისმენ ლექციებს სახელმწიფოებრივ აზროვნებაში, რომ თურმე, “რესპუბლიკელებს” გვაკლია სახელმწიფოებრივი აზროვნება და ადამიანებს, რომლებმაც სახელმწიფო აზროვნებასთან მისვლა გუშინ გადაწყვიტა, ისინი ახლა მასწავლიან, რა სჭირდება სახელმწიფოს”, – განაცხადა უსუფაშვილმა “მესტროს რვიანში”.
banner
წინა სტატიაში“დარწმუნებული ვარ, პარლამენტში “რესპუბლიკელებთან” ერთად ვიქნები – პარლამენტის თავმჯდომარე
შემდეგი სტატიაზურაბ თაბუკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომა შესაძლოა საავადმყოფოში გაიმართოს