ზურაბ თაბუკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომა შესაძლოა საავადმყოფოში გაიმართოს

ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ის თავმჯდომარის, ზურაბ თაბუკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომა შესაძლოა საავადმყოფოში გაიმართოს. ამის მიზეზი თაბუკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
როგორც ბრალდებულის ადვოკატo გიორგი ყავლაშვილმა აცხადებს, თაბუკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მიუხედავად მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობისა, მისთვის ბრალის წაყენება 11 აგვისტოს მაინც მოხდა.
ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე კი სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს.
როგორც ყავლაშვილმა აღნიშნა, გამორიცხული არ არის, სასამართლო პროცესი საავადმყოფოში გაიმართოს, ვინაიდან ზურაბ თაბუკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოში ვერ მივა. მისი თქმით, ეს თავად სასამართლოს გადასაწყვეტია.
მთავარმა პროკურატურამ ამხანაგობა ,”თაბუკაშვილი-88″-ის თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილი 10 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. საგამოძიებო უწყება თაბუკაშვილს სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით უძრავი ქონების მითვისებასა და სხვისი კუთვნილი, დიდი ოდენობით ღირებული ქონებრივი უფლების გაფლანგვას ედავება. საქმეში ასევე ფიგურირებს ”ცენტრ პოინტ ჯგუფიც”.

banner
წინა სტატიაში“რესპუბლიკელები”, პირადად მე, აუცილებელი კომპონენტი ვართ მომავალი წარმატებული ხელისუფლების”
შემდეგი სტატიაე.წ. აღწერის თანახმად, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 3 966 ქართველი ცხოვრობს