საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ბოლო 4 წელი მისთვის ყველაზე უფრო რთული იყო. მისი თქმით, არსებობდა ბევრი პრობლემა და დიდი პასუხისმგებლობა.
ამასთან, უსუფაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ “რესპუბლიკური პარტია” პარლამენტში შევა.
“დარწმუნებული ვარ, რომ ვიქნები პარლამენტში “რესპუბლიკელებთან” ერთად. ვიქნები თუ არა ხელძღვანელ თანამდებობაზე, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. პოლიტიკოსს მთავარია ჰქონდეს საშუალება, აკეთოს საქმე. “რესპუბლიკელებს” გვაქვს მდიდარი გამოცდილება არასაპარლამენტო ოპოზიციის სტატუსითაც კი, მნიშვნელოვანი საქვეყნო საქმეების კეთების. ამ 4 წლის განმავლობაში, ვცდილობდი, მეკეთებინა კარგი და სწორი საქმეები და ამასვე გავაგრძელებ 8 ოქტომბრის შემდეგაც. ეს იყო ყველაზე მძიმე წლები, დიდი იყო პასუხისმგებლობა. ბევრი პრობლემა იყო. მე ამ 4 წელს ყველაზე უფრო რთულს დავარქმევდი და არა ოქროს ხანას”,- განაცხადა უსუფაშვილმა “მაესტროს რვიანში”.