რეპრესიები წყალტუბოში – „ოცნება“ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის ადგილობრივ ლიდერზე ნადირობს

ნოშრევან მაღლაფერიძე, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გუმბრას ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულის კანდიდატია, ანუ კენჭს წლევანდელ თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყრის, უსამართობას ვერ იტანს. განსაკუთრებით დევნილთა უფლებებისთვის იბრძვის, რაც ბუნებრივია – მისი ოჯახი მრავალეთნიკურია: დედამისი ეთნიკური აჭარელია, მეუღლე კი – აფხაზი. საერთოდ, 2012 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ოცნება“ მოვიდა, დევნილების და ეკომიგრანტების პრობლემებმა მეათე პლანზე გადაიწია.
კერძოდ, თუ „ნაციონალების“ მმართველობის დროს, საკუთარი მიწა-წყლიდან გამოყრილი მოსახლეობა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო და მაშინდელი მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებდა, რომ ამ ადამიანებისთის მხოლოდ საცხოვრებლის კი არა, სხვა ყოფითი პრობლემებიც მოეგვარებინა, დღეს, ესე იგი, „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მეოთხე წელს, იძულებით გადაადგილებულები „ოცნებას“, როგორც იტყვიან, სულ ფეხზე ჰკიდია. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ბატონი ნოშრევანი დევნილთა საპროტესტო აქციების ავანგარდში დგას.
ასე იყო ერთ წლის წინაც. კერძოდ, 2016 წლის მარტში, ბატონი ნოშრევანის ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით, დევნილებმა წყალტუბოში აქცია გამართეს და ხელისუფლებას მოსთხოვეს, რომ მათთვის ყურადღება მიექცია. ეს მოთხოვნა, ცხადია, დარჩა „ხმად მღარადებლისა უდაბნოსა შინა“. სამაგიეროდ, რეპრესიული მანქანა უსწრაფესად ამუშავდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნოშრევან მაღლაფერიძეს პირდაპირ წყალტუბოს გამგებლის დავალებით დაემუქრნენ.
„თაიმერმა“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გუბრას ადმინისტრაციული თემის რწმუნებულის კანდიდატ ნოშრევან მაღლაფერიძეს საუბარი ზემოხსენებული მუქარით დაიწყო:

– მახსოვს, აქციაზე ვიყავი, როცა ტელეფონზე ზარი შემოვიდა.

– ვინ გირეკავდათ?

– ასე მითხრა, პირდაპირ გამგებლის დავალებით გირეკავო.

– და ტელეფონზე თანამოსაუბრემ რა გითხრათ?

– მითხრა კი არა, მიბრძანა.

– რა გიბრძანათ?

– აქცია სასწრაფოდ დატოვე. წინააღმსეგ შემთხვევაში, რაც მოგივა, შენს თავს დააბრალეო.

– აქცია დატოვეთ?

– რა თქმა უნდა, არ დამიტოვებია.

– ამის მერე მოვლენები როგორ განვითარდა, ბატონო ნოშრევან?

– მუქარები გაგრძელდა.  სამსახურშიც ჩემზე წნეხი დაიწყო.

– სად მუშაობდით?

– პრომეთეს მღვიმეში ეკონომისტ-ინჟნერი ვიყავი.

– სამსახურში თქვენზე რა სახის ზეწოლა მოხდა?

– მავიწროვებდნენ პოლიტიკური ნიშნით , სტრესულ გარემოს მიქმნიდნენ. მათ არ მოსწონდათ რომ მოსულ ტურისტებთან ხაზგასმით ავღნიშნავდი , რომ პრომეთეს მღვიმე ამოქმედებული იყო პრეზიდენტ სააკაშვილის დროს, და რომ წყალტუბოს ტურისტულ და ეკონომიკურ განვითარებაში სააკაშვილის მტავრობას ლომის წვლილი მიუძღვოდა.

ამიტომ, იძულებული გავხდი, რომ 2016 წლის დეკემბერში სამსახურიდან წამოვსულიყავი, თუმცა მანამდე რამდენჯერმე თავს დამესხნენ.

– ვინ დაგესხათ?

– „ოცნების“ აქტივისტები. შარშან, 2016 წლის ივნისშიდა 2017 წლის მარტში თავდასხმები განხორციელდა ჩემზე ქართული ოცნების მხრიდან.  თუმცა როგორღაც გადავრჩი.

– „ოცნების“ აქტივისტები მხოლოდ იმის გამო გერჩიან, რომ დევნილების უფლებებს იცავთ?

– ჩემი პოლიტიკური რეპრესიების მიზეზი მხოლოდ ეს არა არის. სხვანაირად არ გამიგოთ და, ჩემს რეგიონში საკმაოდ პოპულარული ვარ. ზეწოლა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ცნობილი გახდა, რომ გუბრას ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულად ვიყრი კენჭს. ალბათ, ისიც არ მაპატიეს, რომ შარშან და წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ წყალტუბოს ორგანიზაციას, საერთო ჯამში, 10 ათასი ლარი შევწირე.

– პოლიციას არ მიმართეთ?

– მივმართე, მაგრამ სამართალდამცავებმა ჩემი  საქმეები თაროზე შემოდეს და არა  მაქვს იმედი, რომ რამეს გამოიძიებენ.

მოკლედ, სწორედ იმ უსამართლობის გამო, რაც მთელ ქვეყანაში და, მათ შორის, გუმბრას ადმინისტრაციულ ერთეულში ხდება, ასევე, იმის გამო, რომ დევნილებს უფლებები დაცული არ არის და ადამიანებს, რომელებიც სიმართლეს ხმამაღლა ამბობენ, დევნიან, გადავწყვიტე, გუმბრას ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულად კენჭი ვიყარო. საჯაროდ ვდებ პირობას და ეს ჩემმა ხალხმაც იცის, რომ ჩემი გაამრჯვების შემთხვევაში, ჩვენს თემში მხოლოდ სოციალური მდგომარეობა კი არ შეიცვლება, არამედ, უსამართლობაც აღმოიფხვრება!

 

WWW.TIMER.GE

banner
წინა სტატიაშისაქართველოს აზერბაიჯანულ გაზზეა დამოკიდებული – კალაძე
შემდეგი სტატიაექსკლუზივი-ქართველი ბიზნესმენის სახლიდან ნახევარი მილიონი დოლარი წაიღეს?