“რეპორტიორები საზღვრებს მიღმა”: 2018 წელს 80 ჟურნალისტი დაიღუპა

მიმდინარე წლის იანვრიდან, საკუთარი პროფესიის გამო მსოფლიოში 80 ჟურნალისტი მოკლეს. სია სამშაბათს საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანზიაციამ “რეპორტიორები საზღვრებს მიღმა” გამოაქვეყნა – “ამერიკის ხმა” წერს.
გარდაცვლილთა შორის, უმეტესობა დაიღუპა ავღანეთში – 15, სირიაში – 11, მექსიკაში – 9, იემენში – 8 და ინდოეთში – 6. ამასთანავე, მექსიკა ერთადერთი ქვეყანაა, სადაც შეიარაღებული კონფლიქტი არ მიმდინარეობს – უფლებადამცველები აღნიშნავენ. სულ, სამხედრო ზონებში 44 ჟურნალისტი დაიღუპა.
გარდა ამისა, მიმდინარე მომენტისთვის მსოფლიოში 348 ჟურნალისტი ციხეში ზის. ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის მონაცემებით, უკვე მესამე წელია თავისუფლება აღკვეთილი აქვს 250-ზე მეტ ჟურნალისტს, მათ შორის 33 ქალია.

banner
წინა სტატიაშიმიწებზე საკუთრების რეგისტრაციის პროცესი ექვსი თვით გახანგრძლივდა
შემდეგი სტატიაქეთევან ციხელაშვილი -10 წლის წინ საქართველოში შემოჭრა არ იყო მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმა, ეს იყო ევროპაზე თავდასხმა