რეპერი Curly L.A-ის ახალი ტრეკი

რეპერმა Curly L.A-მ საბა რუხაძემ, ახალი ტრეკი “დრო” ჩაწერა, რომელსაც ის 27 ივლისს სამტრედიაში “ქართულ ჰიპ-ჰოპ” ლაივზე შეასრულებს. მისი ახალი სიმღერა ურთიერთობებით გამოწვეულ სიყალბეს უკავშირდება, თუმცა ამის მიუხედავად, ახალგაზრდა შემსრულებელი ამბობს, რომ არ გაჩერდება, ვიდრე მიზანს არ მიწვდება.

“ჩვენ ისევ იმ აზრზე ვრჩებით და სათქმელს გადმოვცემთ რეპით, მანამდე არ გავჩერდებით, სანამ სიმაღლეს არ მივწვდებით”, – ამბობს რეპერი.

ახალგაზრდა რეპერთან ერთად ლაივ კონცერტში მონაწილეობას ცნობილი რეპერები – Young Mic, Grotask მიიღებენ.

ღონისძიების ორგანიზატორია ჰიპ-ჰოპ გვერდი Cypherhop.

ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანი საქართველოში ჰიპ-ჰოპ კულტურის განვითარება და მსმენელის ქართული რეპით დაინტერესებაა.

ღონისძიება 27 ივლისს, 20:00 საათზე, სამტრედიაში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, “მომავლის პარკში” გაიმართება.

 

 

https://youtu.be/Rh3XYNd3A_s

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა აშშ-ში სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება დაგმო
შემდეგი სტატიაშეხვედრისას მას სრული ისტერიკა დაემართა…