შეხვედრისას მას სრული ისტერიკა დაემართა…

დღეს კურიერში ვუყურე რუსთავი-2 საქმეზე დვალისა და აქიმიძის მიწვევას პარლამენტში, რომელიც დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის ინიციატივით და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით მოხდა. ბუნებრივია, ვგულშემატკივრობ დვალსა და აქიმიძეს და მივესალმები საზოგადოების აქტივობას სამართლიანობის აღსადგენად, რადგან ყველამ ვიცით, რომ თავად ქიბარ ხალვაშმა მათ წაართვა ეს ტელევიზია სააკაშვილის დროს. ეს შესანიშნავად უწყის პროკურატურა და ამის არაერთი დამამტკიცებელი საბუთი აქვთ, მაგრამ რუსთავი-2 გაჩუმება მათი მეპატრონისთვის პოლიტიკური ბრძოლის მიზანია და სიტყვის თავისუფლება ან საკუთრების უფლება აქ არავის ადარდებს!

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ დისკუსიაზე პარლამენტში დავინახე ადვოკატი, ვინმე სოსო ბარათაშვილი, რომელიც მსჯელობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ამ გზით, საჯაროდ, საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რაზეც აქამდე ხმა არ ამომიღია:

სოსო ბარათაშვილი 2014 წლიდან იყო ჩვენი ინტერესების დამცველი პროკურატურასთან 2014 წლიდან 3 წლის განმავლობაში. ამ ხნის განმავლობაში მას აქვს დაშვებული სერიოზული შეცდომები, გაშვებული აქვს სამართალწარმოების ვადები, შედგენილი აქვს საჩივრები არასტანდარტული, შეუსაბამო ფორმით და საერთოდაც, შეიძლება ითქვას, რომ იგი ყველანაირად ცდილობდა ჩვენს შეცდომაში შეყვანას და საქმის მცდარი გზით წარმართვას. პასიურობაზე აღარაფერს ვამბობ…

ჩემთვის ძალიან ძნელი გასააზრებელი იყო ეს ყველაფერი, რადგან ხსენებული სუბიექტი, ფაქტობრივად, მამაჩემმა შვილივით გაზარდა, იგი იყო ერთერთი ყველაზე ახალგაზრდა პარლამენტარი მამას დროს და მე მას დაახლოებით 30 წელია ვიცნობ… იგი მართლაც კვალიფიციური ადვოკატია, და ჩემთვის არ იყო ადვილი ამის გაანალიზება, მაგრამ როდესაც დავაკავშირე ფაქტები, ზემოხსენებულს მის არაკომპეტენტურობას ნამდვილად ვერ დავაბრალებდი… ეს ნაძირალა პროკურატურასთან ერთად აფერხებდა მამაჩემის მკვლელობის საქმის გამოძიებას.

როდესაც 2017 წელს ადვოკატის შეცვლა და სტრასბურგის სასამართლოსთვის მზადება გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამ ყველაფერში. შეხვედრისას მას სრული ისტერიკა დაემართა, და სრულიად არაადეკვატური მეთოდებით ცდილობდა ჩემს გადარწმუნებას…

ასე და ამგვარად. მინდა იცოდეთ ამ სუბიექტის რეალური რაობის შესახებ, რათა ჩემსავით თქვენც არ შეგიყვანოთ შეცდომაში. დოკუმენტურად ყველაფრის დადასტურება შემიძლია, რაც ზემოთ ვთქვი.

დვალს და აქიმიძეს წარმატებებს ვუსურვებ…

 

ცოტნე გამსახურდია

banner
წინა სტატიაშირეპერი Curly L.A-ის ახალი ტრეკი
შემდეგი სტატიაპრორუსული “ოცნებისგან” ისიც მოსალოდნელია, ჩვენი ისტორიის ეს ნაკვალევიც გადაშალონ